გავტესტეთ Google-ის ახალი AI სათვალე: სრულყოფილებამდე ცოტაღა უკლია

წლევანდელ Google I/O დეველოპერთა კონფერენციაზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მცირე ხნით გამოგვეცადა Google-ის მომავალი AI-ზე მომუშავე სათვალე, რომელიც აუდიო და ვიზუალურ გამოცდილებას აერთიანებს (განსხვავებით მხოლოდ აუდიო ვერსიისგან, რომლის გაყიდვებიც შემოდგომიდან იწყება).

ეს Android XR სათვალე აღჭურვილია ლინზაში ჩაშენებული დისპლეით, რომელიც რეალურ სამყაროზე დაშენებულ სასარგებლო ინფორმაციასა და ვიჯეტებს (ამინდი, ნავიგაცია, Uber-ის დეტალები, თარგმანი) პირდაპირ თქვენს თვალწინ გამოსახავს. სათვალე თავსებადია როგორც iOS, ისე Android სმარტფონებთან. პროდუქტი შექმნილია პარტნიორობით ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Warby Parker, Gentle Monster და Samsung.

გამოცდილი პროტოტიპი საკმაოდ დახვეწილი აღმოჩნდა. Gemini ასისტენტის გასააქტიურებლად საკმარისია ჩარჩოს მარჯვენა მხარეს ორწამიანი დაჭერა. სათვალეს აქვს კამერაც — ხმოვანი ბრძანებით შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო და სთხოვოთ AI-ს მისი დამუშავება, მაგალითად: „გადაიღე ფოტო და გადააქციე ეს ადამიანი ანიმე პერსონაჟად“.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა თარგმანის ფუნქცია, რომელიც Google Translate-ის ბაზაზე მუშაობს. როდესაც მოსაუბრე სწრაფად საუბრობდა ესპანურად, სათვალემ ავტომატურად ამოიცნო ენა, თარგმნა ინგლისურად და ტექსტი ეკრანზე გამოსახა, ხოლო Gemini-მ თარგმანი ყურში გაგვიჟღერა. ასევე მოსახერხებელია ნავიგაცია: Google Maps-ის მეშვეობით მიმართულების ჩვენებები პირდაპირ ხედვის არეში ჩნდება, ხოლო როდესაც ძირს დაიხედავთ, ლურჯი წერტილით რუკაზე თქვენს მდებარეობას დაინახავთ.

სათვალეს შეუძლია თქვენს წინ არსებული ობიექტების იდენტიფიცირებაც (მაგალითად, მცენარეების ან წიგნის რეცეპტების). Google აცხადებს, რომ Android XR დისპლეის მქონე სათვალის შესახებ დამატებით დეტალებს წლის ბოლოს გააზიარებს, როდესაც ტესტირების პროგრამას გააფართოებს.

წყარო: techcrunch.com