აშშ-მა Nvidia-ს ჩინეთში ცარიელი ოფისისთვის ჩიპების მიყიდვის უფლება მისცა

აშშ-ის კომერციის დეპარტამენტისა და Nvidia-ს მიერ ჩინური კომპანიების შემოწმების პროცესთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ჩნდება. საუბარია იმ ფირმებზე, რომლებსაც Nvidia-ს H200 AI ჩიპების შეძენის ნებართვა აქვთ. The New York Times-ის ცნობით, ნებართვების სიაში მყოფი კომპანია New Matrix-ის ოფისი ფაქტობრივად ცარიელია: იქ მხოლოდ დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურა და ჭერიდან ჩამოკიდებული სადენები დახვდათ.

გამოცემის თანახმად, 17 თვის წინ დაფუძნებული New Matrix-ის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ არსებობს. კომპანია არ ფიქსირდება არც შენობის საინფორმაციო დაფაზე და არც სამრეწველო პარკის მენეჯმენტის რეესტრში. არსებული მონაცემები კი შემაშფოთებელია: კომპანიის მფლობელებს კავშირი აქვთ ჩინურ კერძო საინვესტიციო ფონდთან, რომელიც აშშ-ის მთავრობის მიერ 2024 წლიდან შავ სიაშია შეყვანილი.

The New York Times აღნიშნავს, რომ ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა, არამედ ტენდენციაა, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების რისკების მქონე სუბიექტებთან დაკავშირებული კომპანიები Nvidia-ს ჩიპების შესყიდვის უფლებას იღებენ. შეგახსენებთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში ჩინეთზე ჩიპების მიყიდვა შეზღუდული იყო, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ ეს შეზღუდვები შეარბილა მას შემდეგ, რაც Nvidia-მ მთავრობას გაყიდვებიდან 15-პროცენტიანი წილი შესთავაზა.

წყარო: theverge.com