
Together AI, „AI ნეოკლაუდი“, რომელიც Nvidia-ს GPU კლასტერებსა და ხელოვნური ინტელექტისთვის სპეციალიზებულ ინფრასტრუქტურას აქირავებს, 800 მილიონი დოლარის Series C რაუნდის დახურვის შესახებ აცხადებს. კომპანიის საბაზრო შეფასებამ 8.3 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ინვესტირების რაუნდს Aramco Ventures ხელმძღვანელობდა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ Vista Equity Partners, General Catalyst, Emergence Capital, Nvidia, March Capital, Pegatron და SentinelOne-ის S Ventures. 2022 წელს დაარსებულმა სტარტაპმა წინა რაუნდში, 16 თვის წინ, 305 მილიონი დოლარი მოიზიდა, მაშინ კომპანია 3.3 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
Together AI-ის განცხადებით, გასულ კვარტალში კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 1.15 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ბიზნესები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ღია კოდის (open source) მოდელებს, რადგან ისინი გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე დახურული „ფრონტიერ“ მოდელები. კომპანიის კლიენტებს შორის არიან ისეთი ცნობილი პლატფორმები, როგორებიცაა Cursor, Cognition და Decagon.
„ნეოკლაუდები“ ამჟამად ვენჩურული კაპიტალის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სექტორია. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება სხვა კომპანიებშიც, მაგალითად, Upscale AI-სა და TensorWave-ში, რომლებმაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღეს.
Together AI-ის თანადამფუძნებელია Vipul Ved Prakash, რომელმაც მანამდე სოციალური მედიის საძიებო პლატფორმა Topsy Apple-ს მიჰყიდა. მის პარტნიორებთან, სტენფორდის პროფესორ Percy Liang-თან და ETH Zürich-ის ასოცირებულ პროფესორ Ce Zhang-თან ერთად, მან შეძლო AI ინფრასტრუქტურის ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიციის დაკავება.
წყარო: techcrunch.com






