Thinking Machines Lab-მა პირველი AI მოდელი წარადგინა

OpenAI-ის ყოფილი ლიდერების მიერ დაფუძნებულმა სტარტაპმა, Thinking Machines Lab-მა, თავისი პირველი მოდელი, Inkling, გამოუშვა. მოდელი ღია წვდომის (open-weight) პრინციპით ვრცელდება, რაც მკვლევრებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს მისი ჩამოტვირთვისა და მოდიფიცირების საშუალებას აძლევს.

კომპანიის განცხადებით, Inkling თავიდანვე ისე დაიტრენინგა, რომ ერთნაირად ეფექტურად დაამუშაოს აუდიო, ვიდეო და ტექსტური მონაცემები. 975 მილიარდი პარამეტრის მქონე მოდელი გამოირჩევა რთული ლოგიკური მსჯელობისა და პროგრამირების უნარებით. საინტერესოა, რომ მოდელმა საკუთარი თავის გაუმჯობესება დამოუკიდებლად, საკუთარივე რესურსების გამოყენებით შეძლო.

Thinking Machines Lab-ის ხედვა დეცენტრალიზებულ AI-ს ეფუძნება. კომპანიის დამფუძნებლები არიან OpenAI-ის ყოფილი მაღალი რანგის მენეჯერები: მირა მურატი, ჯონ შულმანი და ლილიან ვენგი. სტარტაპმა დაარსებისთანავე ისტორიაში ყველაზე დიდი საწყისი დაფინანსება მიიღო, რამაც მისი საბაზრო ღირებულება 12 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ამძაფრებს კონკურენციას ხელოვნური ინტელექტის სფეროში, სადაც Anthropic-ის მსგავსი კომპანიები უკვე აქტიურად იბრძვიან ბაზრის წილისთვის. Inkling-ის გამოშვება მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ ინდუსტრია ღია და ადაპტირებადი მოდელებისკენ იხრება.

წყარო: wired.com