
ორბიტაზე ტვირთის გაგზავნის მსურველთა რიგი იზრდება, თუმცა კოსმოსური ინფრასტრუქტურა მოთხოვნას ვეღარ აუდის. სულ უფრო მეტი ინვესტორი აცნობიერებს, რომ SpaceX-ი ვერ იქნება ერთადერთი გამოსავალი, რის გამოც ბაზარზე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან.
ევროპულმა The Exploration Company-მ (TEC) 450 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რაც ევროპული კოსმოსური სტარტაპისთვის რეკორდული Series C რაუნდია. კომპანიის მიზანია, შექმნას მრავალჯერადი გამოყენების მძიმე რაკეტა, რომელიც SpaceX-ის ხელმისაწვდომ ალტერნატივად იქცევა. TEC-ს სათავეში უდგას Hélène Huby, რომელსაც Airbus-სა და ArianeGroup-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
კომპანიის მთავარი პროექტია Nyx — მრავალჯერადი გამოყენების კაფსულა, რომელიც ტვირთისა და ადამიანების გადასაყვანად არის განკუთვნილი. TEC გეგმავს, რომ 2028 წლის ნოემბრისთვის Nyx-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან დოკირება განახორციელოს და დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდეს. ამჟამად კომპანიას უკვე აქვს 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები და ვალდებულებები.
TEC-ის სტრატეგია ეფუძნება ტექნოლოგიურ ეფექტურობას და სრულად მრავალჯერად რაკეტებს. მიუხედავად იმისა, რომ SpaceX-ი ამ სფეროში პიონერია, ევროპელი ინვესტორები და პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი, TEC-ის წარმატებას ევროპული კოსმოსური სუვერენიტეტისთვის გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევენ.
წყარო: techcrunch.com






