Stripe-მა შესაძლოა AI სტარტაპი OpenRouter 7 მილიარდ დოლარზე მეტად შეიძინოს

Bloomberg-ის ინფორმაციით, Stripe-მა ხელოვნური ინტელექტის (AI) გეითვეი სტარტაპ OpenRouter-ის შეძენის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. გარიგების ღირებულება, სავარაუდოდ, 7 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

OpenRouter მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა AI მოდელი შეარჩიონ კონკრეტული ამოცანებისა და ბიუჯეტის მიხედვით. მაისში კომპანიამ 113 მილიონი დოლარის ოდენობის B სერიის ინვესტიცია მოიზიდა, რა დროსაც მისი შეფასება 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. სტარტაპის ინვესტორებს შორის არიან Sequoia, Andreessen Horowitz, Menlo Ventures და Alphabet-ის Capital G.

OpenRouter-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალექს ატალა, კომპანიას ხშირად „AI-ის სამყაროს Stripe-ს“ უწოდებს, რადგან ის მომხმარებლებს სხვადასხვა სისტემასთან წვდომის ერთიან წერტილს სთავაზობს და მათ ე.წ. vendor lock-in-ისგან იცავს. სტარტაპი აცხადებს, რომ მას მსოფლიოს მასშტაბით 8 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 400-ზე მეტ AI მოდელზე წვდომას უზრუნველყოფს.

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, Stripe-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნულ გარიგებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

წყარო: techcrunch.com