SpaceX-მა AI სტარტაპ Cursor-ის შეძენის პროცესი ოფიციალურად დაასრულა

AI კოდირების სტარტაპი Cursor ოფიციალურად SpaceX-ის ნაწილი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ საკუთარ ბლოგზე გაავრცელა.

ილონ მასკის SpaceX-მა, რომელმაც მიმდინარე წელს ასევე შეიძინა xAI, აპრილში დააანონსა გარიგება ტექნოლოგიების ერთობლივი განვითარების შესახებ. შეთანხმება SpaceX-ს Cursor-ის 60 მილიარდ დოლარად შეძენის ოფციას აძლევდა. ორი თვის შემდეგ, მას შემდეგ რაც SpaceX საჯარო კომპანია გახდა, მხარეებმა დაადასტურეს, რომ შესყიდვის პროცესი დასრულდა.

განცხადებაში Cursor ხაზს უსვამს SpaceX-ის გამოთვლით ინფრასტრუქტურას, რომელსაც კომპანია უკვე აქირავებს ისეთი გიგანტებისთვის, როგორებიც არიან Anthropic და Google. Cursor-ის განმარტებით, SpaceX-თან გაერთიანება მათ საშუალებას მისცემს, წვდომა ჰქონდეთ „მსოფლიოში GPU-ების უდიდეს ფლოტზე“.

„SpaceX აშენებს გამოთვლით სიმძლავრეს, რომელიც აუცილებელია ინტელექტის მასშტაბირებისთვის. Cursor იქნება ის ადგილი, სადაც ეს ინტელექტი პრაქტიკულ სარგებელს მოიტანს“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

წყარო: techcrunch.com