
Sequoia Capital-ის ყოფილმა ციფრული და ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორმა, ავონ პურიმ და Sequoia-ს კიდევ ერთმა ლიდერმა, სუდჰირ დჰურჯატიმ, დააფუძნეს სტარტაპი Empirik-ი. კომპანიის მიზანია AI-ის გამოყენებით ტექნოლოგიური სისტემების გათიშვის პრევენცია მანამ, სანამ პრობლემა რეალურად წარმოიქმნება.
Empirik-ი წარმოადგენს ახალი ტიპის ობსერვაბილითის (observability) ინსტრუმენტს, რომელიც აკვირდება სისტემურ ცვლილებებს და აანალიზებს მათ პოტენციურ გავლენას მთლიან ინფრასტრუქტურაზე. სტარტაპმა დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბებისას 21 მილიონი დოლარის ოდენობის საწყისი დაფინანსება მოიზიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს Sequoia-მ, Canapi-მ და Alumni Ventures-მა.
პლატფორმა მოქმედებს როგორც ავტონომიური „საგზაო პოლიციელი“: ის აკონტროლებს ცვლილებებს, ადგენს უსაფრთხოების ბარიერებს და ადამიანური განხილვისთვის გამოყოფს ყველაზე სარისკო განახლებებს. ეს საშუალებას აძლევს DevOps და SRE გუნდებს, გათავისუფლდნენ რუტინული პრობლემების მოგვარებისგან და ფოკუსირდნენ უფრო მნიშვნელოვან ამოცანებზე.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, კარტიკ ჩანდრაიანას თქმით, Empirik-ის მიზანია, ინფრასტრუქტურული ინჟინრებისთვის გახდეს ისეთივე დამხმარე, როგორიც Cursor და Claude Code გახდა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისთვის. სტარტაპს უკვე ჰყავს კლიენტები, მათ შორის S&P Global და Guardant Health.
წყარო: techcrunch.com






