Replit-მა Anthropic-თან თანამშრომლობა შეზღუდა

AI კოდირების პლატფორმა Replit-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ამჯად მასადმა TechCrunch Disrupt-ზე განაცხადა, რომ კომპანია Anthropic-თან აქტიურ პარტნიორობას წყვეტს. გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ხარჯებმა, შესრულების მაჩვენებლებმა და ახალ პარტნიორთან, OpenAI-სთან, გაფორმებულმა შეთანხმებამ განაპირობა.

მასადის თქმით, Replit-ის შიდა ტესტირებებმა აჩვენა, რომ ChatGPT-ის მოდელები ამჟამად უკეთეს შედეგებს იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ OpenAI-ის მოდელები ახლა პლატფორმის ნაგულისხმევი (default) არჩევანია, მომხმარებლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში Anthropic-ის Claude-ის მოდელები გამოიყენონ. ეს ცვლილება Replit-ისთვის Anthropic-თან დაკავშირებული ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს.

მიუხედავად მასადის განცხადებისა, ინსაიდერები აღნიშნავენ, რომ პარტნიორული ურთიერთობა სრულად არ შეწყვეტილა. Replit-ის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში Anthropic-ის პროდუქტების პოპულარიზაცია სულ ცოტა ხნის წინაც მიმდინარეობდა. პარალელურად, მასადმა ხაზი გაუსვა კომპანიის ზრდას B2B სექტორში, სადაც საწარმოო კონტრაქტების წილი შემოსავალში 2%-დან 15%-მდე გაიზარდა.

საუბრის ბოლოს, Replit-ის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა AI უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის აგენტებს ეფექტური მუშაობისთვის უსაფრთხო და კარგად ორგანიზებული ციფრული გარემო ესაჭიროებათ.

წყარო: techcrunch.com