Ransomware ჰაკერები აცხადებენ, რომ Apple-ის, Google-ისა და Nvidia-ს ელექტრონიკის მწარმოებელ კომპანია Foxconn-ში შეაღწიეს

ელექტრონიკის მწარმოებელმა გიგანტმა Foxconn-მა, რომელიც Apple-ის, Google-ის, Nvidia-ს, Sony-სა და სხვა ტექნოლოგიური გიგანტებისთვის მოწყობილობებსა და კომპონენტებს აწარმოებს, ორშაბათს დაადასტურა, რომ იგი კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა, რამაც შესაძლოა მის ზოგიერთ ქარხანაზე იქონია გავლენა.

მედიისთვის გაგზავნილ განცხადებაში Foxconn-მა აღნიშნა, რომ კიბერთავდასხმა ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე ობიექტებს შეეხო და რომ „დაზარალებული ქარხნები ამჟამად ნორმალურ წარმოებას უბრუნდებიან“.

Ransomware დაჯგუფება Nitrogen-მა Foxconn-ში შეღწევაზე პასუხისმგებლობა dark web-ზე განთავსებულ საკუთარ საიტზე აიღო, სადაც ჯგუფი მსხვერპლებს აქვეყნებს მათგან ფულის გამოძალვის მიზნით. როგორც წესი, თუ მსხვერპლი არ იხდის, ჰაკერული ჯგუფი მოპარულ მონაცემებს ასაჯაროებს.

ჰაკერები ირწმუნებიან, რომ მოიპარეს 11 მილიონზე მეტი ფაილი, მათ შორის Foxconn-ის კლიენტების (Apple, Dell, Google, Intel, Nvidia და სხვები) კონფიდენციალური ინფორმაცია. მტკიცებულების სახით მათ გამოაქვეყნეს რამდენიმე სურათი, რომლებიც პროდუქტის სქემებს, სახელმძღვანელოებსა და საბანკო ამონაწერებს წააგავს.

Nitrogen არის ორმაგი გამოძალვის ransomware ჯგუფი. ეს ნიშნავს, რომ ჰაკერები შიფრავენ ფაილებს, რაც მათ მსხვერპლისთვის მიუწვდომელს ხდის, მაგრამ ამავდროულად ჯერ იპარავენ მათ, რაც მოპარული მონაცემების გაჟონვის მუქარის საშუალებას იძლევა. ეს სტრატეგია Nitrogen-ს საკუთარი დანაშაულის მონეტიზაციის ორ გზას აძლევს.

Foxconn-ს თავდასხმის შესახებ დასმულ კონკრეტულ კითხვებზე მყისიერი პასუხი არ გაუცია.

წყარო: techcrunch.com