
Physical Intelligence, სან-ფრანცისკოში დაფუძნებული ორწლიანი რობოტიკის startup-ი, ახალი დაფინანსების სახით დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის მოზიდვაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. Bloomberg-ის ცნობით, კომპანიის შეფასება 11 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რაც ოთხ თვეში მის წინა, 5.6 მილიარდიან შეფასებას ფაქტობრივად გააორმაგებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარიგებაში მონაწილეობას Founders Fund მიიღებს. ასევე, ინვესტირებაზე მოლაპარაკებებს მართავს Lightspeed Venture Partners, არსებულ ინვესტორებთან - Thrive Capital-თან და Lux Capital-თან ერთად. გარიგება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და დეტალები შესაძლოა შეიცვალოს.
იანვარში Physical Intelligence-ის სათავო ოფისში სტუმრობისას, თანადამფუძნებელმა Sergey Levine-მა კომპანიის ამბიცია მარტივად აღწერა: „წარმოიდგინეთ ChatGPT, ოღონდ რობოტებისთვის.“ ამ დროისთვის კომპანიას 1 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი ჰქონდა მოზიდული და დაახლოებით 80 თანამშრომელს აერთიანებდა. ისინი ქმნიან ზოგადი დანიშნულების AI მოდელებს, რომლებსაც რობოტებისთვის სხვადასხვა ამოცანის (მაგალითად, ტანსაცმლის დაკეცვა ან ბოსტნეულის გაფცქვნა) შესრულების შესაძლებლობის მიცემა შეუძლიათ.
თანადამფუძნებელმა Lachy Groom-მა აღნიშნა, რომ კომპანიას კომერციალიზაციისთვის კონკრეტული ვადები არ აქვს, რაც უჩვეულო მიდგომაა, თუმცა ინვესტორებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. „არ არსებობს ლიმიტი, თუ რა რაოდენობის თანხის ათვისება შეგვიძლია,“ თქვა Groom-მა. „ყოველთვის არსებობს მეტი გამოთვლითი რესურსი (compute), რომლის მიმართვაც ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიძლება.“
წყარო: techcrunch.com







