
OpenAI ინდოეთის ბაზარზე პოზიციების გამყარებას აქტიურად აგრძელებს. კომპანიამ Uber-ის ინდოეთისა და სამხრეთ აზიის ყოფილი პრეზიდენტი, პრაბჯიტ სინგი, თავის პირველ მმართველ დირექტორად დანიშნა ინდოეთში. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს კომპანიის მასშტაბების გაზრდას რეგიონში, რომელიც აშშ-ის შემდეგ OpenAI-ისთვის სიდიდით მეორე ბაზარს წარმოადგენს.
სინგი, რომელიც Uber-ს სექტემბერში დატოვებს, OpenAI-ში Kiran Mani-ს დაექვემდებარება. მისი პასუხისმგებლობის სფერო მოიცავს მომხმარებელთა ზრდას, კორპორატიულ სექტორში დანერგვას, პარტნიორობას, მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობასა და ოპერაციულ საქმიანობას.
OpenAI-მა გასულ წელს ნიუ-დელიში პირველი ოფისი გახსნა, უახლოეს პერიოდში კი მუმბაისა და ბენგალურუში გაფართოებას გეგმავს. კომპანიამ უკვე დაამყარა სტრატეგიული პარტნიორობა ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა Reliance და Tata Group. ინდოეთი, თავისი მილიარდზე მეტი ინტერნეტმომხმარებლითა და დეველოპერების უზარმაზარი ბაზით, გლობალური AI კომპანიებისთვის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ ველად იქცა.
წყარო: techcrunch.com






