
Financial Times-ის ინფორმაციით, OpenAI-მ გასული თვის ბოლოს თავისი „მზადყოფნის გუნდი“ (preparedness team) დაშალა. აღნიშნული გუნდის მთავარი ფუნქცია AI მოდელების მიერ შექმნილი სერიოზული რისკების შეფასება და მათი პრევენციის გზების შემუშავება იყო — მათ შორის ისეთი საფრთხეების, როგორიცაა სისტემის უკონტროლო ქცევა ან კიბერშეტევები. გავრცელებული ცნობით, პასუხისმგებლობები ახლა გადანაწილდა კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ბიოტექნოლოგია და კიბერუსაფრთხოება, და ინტეგრირდა არსებულ სამუშაო ჯგუფებში.
ეს ცვლილება კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური ტრანსფორმაციის ნაწილია, რომელიც სავარაუდოდ, მომავალში დაგეგმილ IPO-ს უკავშირდება. ბოლო წლების განმავლობაში OpenAI-მ თანდათან შეამცირა კვლევებზე ორიენტირებული მიდგომა და დაშალა AGI-ის მზადყოფნისა და „სუპერალინმენტის“ (superalignment) გუნდები. კომპანია დატოვეს ისეთმა წამყვანმა ფიგურებმა, როგორებიც არიან ეთიკის ხელმძღვანელი ქლოე ბაკალარი, მთავარი ფუტურისტი ჯოშ აჩიამი და უსაფრთხოების ხელმძღვანელი იოჰანეს ჰაიდეკე. კრიტიკოსები, მათ შორის 2024 წელს წასული ჯენ ლეიკე, კომპანიას ადანაშაულებენ უსაფრთხოების უგულებელყოფასა და მხოლოდ „მიმზიდველი პროდუქტების“ შექმნაზე ფოკუსირებაში.
მზადყოფნის გუნდის ყოფილი ხელმძღვანელი დილან სკანდინარო, რომელიც კომპანიას თებერვალში Anthropic-დან შეუერთდა, ამიერიდან „რეკურსიულად თვითგანვითარებადი“ AI-ის შედეგების კვლევაზე გადაერთვება.
წყარო: theverge.com






