OpenAI დესკტოპის „სუპერაპის“ შექმნას გეგმავს

The Wall Street Journal-ის ცნობით, OpenAI მუშაობს დესკტოპის „სუპერაპზე“, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ChatGPT აპლიკაციას, პროგრამირებისთვის განკუთვნილ Codex AI-სა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ Atlas ბრაუზერს. კომპანია ამ ცვლილებას პროდუქტების ეკოსისტემის გამარტივების მიზნით ახორციელებს, რასაც OpenAI-ის აპლიკაციების მიმართულების ხელმძღვანელის, Fidji Simo-ს მემოც ადასტურებს. ფრაგმენტაცია „ანელებდა ჩვენს მუშაობას და ართულებდა სასურველი ხარისხის მიღწევას“, აღნიშნავს ის.

გასულ წელს OpenAI-მ დიდი ყურადღება მიიქცია Sora ვიდეო გენერატორით და Jony Ive-ის AI ტექნიკური კომპანიის შეძენით. თუმცა, ბოლო დროს Anthropic-ისგან კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით Claude Code-ის პოპულარობის ზრდის ფონზე. WSJ-ის ინფორმაციით, OpenAI-ის ლიდერები პრიორიტეტების გადახედვას იწყებენ. Simo-მ თანამშრომლებს მოუწოდა, თავი აარიდონ „მეორეხარისხოვან პროექტებზე ყურადღების გადატანას“.

„კომპანიები გადიან კვლევისა და ფოკუსირების ფაზებს; ორივე კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - დაწერა Simo-მ X-ზე. „მაგრამ, როდესაც ახალი პროექტები ამართლებს, როგორც ამას Codex-ის შემთხვევაში ვხედავთ, აუცილებელია მათზე მაქსიმალური კონცენტრირება და ფოკუსის შენარჩუნება. მოხარული ვარ, რომ ამ მომენტს ვიყენებთ“.

OpenAI-ის სპიკერმა, Lindsey Held-მა საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა. WSJ-ის ცნობით, ChatGPT-ის მობილური ვერსია ამ ეტაპზე უცვლელი რჩება.

წყარო: theverge.com