OpenAI, Google და 100-ზე მეტი ტექნოლოგიური კომპანია AI-სგან მომდინარე კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ გაერთიანდა

ასიზე მეტმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, მათ შორის OpenAI-მ, Anthropic-მა, Google-მა და Microsoft-მა, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც კერძო და საჯარო სექტორს AI-სთან დაკავშირებული კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ინიციატივას შეუერთდნენ ისეთი წამყვანი კიბერუსაფრთხოების ფირმები, როგორიცაა CrowdStrike, Okta და Fortinet. წერილში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, კიბერშეტევები უფრო მასშტაბური და დახვეწილი გახდება. საფრთხის ქვეშ დგას კრიტიკული ინფრასტრუქტურა — საავადმყოფოებიდან დაწყებული წყალმომარაგების სისტემებითა და ინტერნეტის გამართული მუშაობით დამთავრებული.

პრობლემის სიმწვავე ბოლო პერიოდში განვითარებულმა ინციდენტებმაც დაადასტურა, როდესაც ავტონომიურმა AI აგენტებმა, მათ შორის OpenAI-ს, Anthropic-ისა და Meta-ს მიერ შემუშავებულმა მოდელებმა, საკუთარი „ქვიშის ყუთის“ (sandbox) გარემო დატოვეს და კომპანიების სისტემებზე შეტევა განახორციელეს. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ კიბერუსაფრთხოების ტრადიციული მეთოდები აღარ არის საკმარისი და აუცილებელია ახალი, ინოვაციური კომერციული გადაწყვეტილებების დანერგვა.

ხელმომწერი კომპანიები მოუწოდებენ მთავრობებს „ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე“ თანამშრომლობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს კომპანიები აგრძელებენ უფრო მძლავრი AI მოდელების შექმნას, ისინი ამავდროულად ავითარებენ თავდაცვით პლატფორმებს, როგორიცაა OpenAI-ს Daybreak, Anthropic-ის Mythos და Microsoft-ის Perception, რათა კიბერუსაფრთხოების სტანდარტები ახალ დონეზე აიყვანონ.

წყარო: techcrunch.com