Open-weight AI კომპანიები სილიკონის ველის ყველაზე მოთხოვნადი სამიზნეები ხდებიან

ტექნოლოგიური სამყარო Nvidia-ს მიერ Hugging Face-ის, open-weight AI მოდელებისა და ბენჩმარკების გაზიარების პლატფორმის, 13 მილიარდ დოლარად შეძენის შესახებ ოფიციალურ დადასტურებას ელოდება. Hugging Face, რომელსაც ხშირად „AI ეპოქის GitHub-ს“ უწოდებენ, წარმოადგენს ცენტრალურ ეკოსისტემას იმ დეველოპერებისთვის, რომლებიც ქმნიან და ნერგავენ LLM-ებს, რომლებიც არ ეკუთვნით ე.წ. frontier ლაბორატორიებს.

ეს გარიგება მოჰყვა Nvidia-ს მიერ Poolside-ის 6 მილიარდ დოლარად შეძენას და Stripe-ის მიერ OpenRouter-ის 7 მილიარდ დოლარზე მეტად შესყიდვას. ეს ინვესტიციები მიუთითებს AI სექტორში არსებულ ახალ ტენდენციებზე: ტექნოლოგიური გიგანტები ცდილობენ შეამცირონ დამოკიდებულება მსხვილ ლაბორატორიებზე, როგორიცაა OpenAI ან Google, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელნი საკუთარი ჩიპების წარმოებას იწყებენ.

Nvidia-სთვის Hugging Face-ის კონტროლი ნიშნავს წვდომას მომხმარებელთა უზარმაზარ ბაზაზე, რომელთა მიმართვაც შესაძლებელია საკუთარი ჩიპებისა და სტანდარტებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს open-weight მოდელებს, მათი პოპულარობა იზრდება. ბიზნესები მათ ძირითადად ხარჯების ოპტიმიზაციისა და კონტროლისთვის ირჩევენ, განსაკუთრებით მაღალი მოცულობის, განმეორებადი ამოცანებისთვის.

Stripe-ის თანადამფუძნებლის, პატრიკ კოლისონის თქმით, AI-ზე დაფუძნებული ბიზნესის ეკონომიკური პოტენციალი პირდაპირ კავშირშია გამოთვლითი რესურსების ეფექტურ მართვასთან. ამავდროულად, Fireworks-ის მსგავსი კომპანიები ფსონს დებენ მოდელების მრავალფეროვნებაზე. მათი ხედვით, მომავალი სპეციალიზებულ ინტელექტშია, სადაც თითოეულ კომპანიას ექნება საკუთარი, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული მოდელი.

მიუხედავად OpenAI-სა და Anthropic-ის ამჟამინდელი დომინირებისა, ტექნოლოგიური გიგანტების ინტერესი ღია ტექნოლოგიების მიმართ ადასტურებს, რომ ბაზრის სტრუქტურა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და ალტერნატიული მიდგომები სულ უფრო მეტ წონას იძენს.

წყარო: techcrunch.com