
Nvidia-ს კონკურენტმა სტარტაპმა Etched-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ TSMC-ის მიერ წარმოებული მათი ახალი AI ჩიპებისთვის უკვე 1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეკვეთები მიიღო. კომპანია ამჟამად თავის პირველ პროდუქტს, ე.წ. „frontier inference clusters“-ს, კლიენტებთან ერთად ტესტავს. ეს სისტემები მოიცავს ჩიპებს, სპეციალურად შექმნილ სერვერულ თაროებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც AI მოდელების მუშაობას უფრო სწრაფს, იაფსა და ენერგოეფექტურს ხდის.
2022 წელს დაარსებულმა Etched-მა ჯამში 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. დეკემბერში დახურული ბოლო რაუნდის შედეგად, კომპანიის საბაზრო შეფასებამ 5 მილიარდ დოლარს მიაღწია. სტარტაპის ინვესტორებს შორის არიან ისეთი გავლენიანი ფიგურები და კომპანიები, როგორებიც არიან Andrej Karpathy, Geoffrey Hinton, Fei-Fei Li, Peter Thiel და Stanley Druckenmiller.
Etched-ის დამფუძნებლები, Gavin Uberti და Robert Wachen, ჰარვარდის უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს მათ ინვესტორების დაინტერესება უჭირდათ, დღეს AI ჩიპების ბაზარი რადიკალურად შეიცვალა. კომპანია ახლა ისეთ გიგანტებს უწევს კონკურენციას, როგორებიც არიან Cerebras, Groq და ტექნოლოგიური გიგანტების მიერ შექმნილი შიდა AI ჩიპების განყოფილებები.
წყარო: techcrunch.com






