Nvidia 100-მილიარდიანი კვარტალური შემოსავლის ზღვარზეა

Nvidia პროგნოზირებს, რომ უახლოეს თვეებში კომპანიის კვარტალური შემოსავალი 108 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, როგორიცაა Amazon, Apple და Alphabet, უკვე ნაცნობი ზღვარია, Nvidia-სთვის ეს ისტორიული გარღვევა იქნება.

უახლესი ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ გასულ კვარტალში რეკორდული, 96.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 10 მილიარდი დოლარით მეტია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მონაცემთა ცენტრების სეგმენტი, სადაც შემოსავალმა წლიურ ჭრილში ორჯერ მეტს, 89 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო კომპანიის მოგება 59.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

Nvidia-ს „edge computing“-ის კატეგორიამ, რომელიც სამომხმარებლო გეიმინგ ბიზნესსაც მოიცავს, 7.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს წლიური ზრდის 27%-იან მაჩვენებელს წარმოადგენს, თუმცა კომპანია აღიარებს, რომ სამომხმარებლო PC-ების გაყიდვების ტემპი შენელებულია, რაც მეხსიერებისა და სისტემური კომპონენტების გაძვირებითაა განპირობებული. კომპონენტების დეფიციტი კვლავ ზრდის Nvidia-ს სამომხმარებლო GPU-ების ფასებს, კომპანიამ ასევე გააფრთხილა ბაზარი AI ჩიპების მოსალოდნელი გაძვირების შესახებ.

წყარო: theverge.com