
პროგრამისტები მუდმივად ცდილობენ რუტინული და მოსაწყენი სამუშაოების ავტომატიზაციას. სწორედ ამ იდეას ეფუძნება სტარტაპი Naïve, რომელმაც შექმნა ინფრასტრუქტურა, რაც AI აგენტებს ბიზნესის მართვის ძირითადი ფუნქციების შესრულების საშუალებას აძლევს. გაშვებიდან სულ რამდენიმე თვეში პლატფორმამ უკვე 30 000-ზე მეტი დეველოპერი მიიზიდა.
Naïve-ის API-ს მეშვეობით შესაძლებელია კომპანიის რეგისტრაციის, გადახდების, ელექტრონული ფოსტის, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურისა და სხვა ტექნიკური დეტალების ავტომატიზაცია. დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი ხელსაწყოები, როგორიცაა Cursor ან Claude Code, რათა დააკავშირონ ისინი Naïve-ის სისტემასთან და მართონ ბიზნეს პროცესები ავტონომიურად. პლატფორმა ასევე მოიცავს მართვის პანელს, სადაც შესაძლებელია ბიუჯეტის კონტროლი და აგენტების ქმედებების შეზღუდვა.
კომპანიის თანადამფუძნებლის, Sean Dorje-ს თქმით, Naïve-ის შემოსავალი ბოლო ექვს თვეში ათჯერ გაიზარდა. ახლახან მოზიდული 28.5 მილიონი დოლარი (Series A) მოხმარდება ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც AI აგენტების მუშაობას უფრო ეფექტურს და ნაკლებად ხარჯიანს გახდის. ეს მოიცავს მოდელების ოპტიმიზაციას, მეხსიერების სისტემას და სერვერულ გარემოს, რომელიც აგენტებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ უფრო დაბალი დანახარჯებით.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს პლატფორმას ძირითადად სტარტაპები და ინდივიდუალური დეველოპერები იყენებენ, Naïve-ის ტექნოლოგია დიდ ინტერესს იწვევს მსხვილ კორპორაციებშიც, განსაკუთრებით AI აგენტების ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით.
წყარო: techcrunch.com






