
Meta-მ ოფიციალურად წარადგინა Muse — პერსონალური AI აგენტი, რომელიც მომხმარებლებს ციფრული დავალებების ავტომატიზაციაში ეხმარება. პროდუქტი ხელმისაწვდომია iOS და Android პლატფორმებზე, ვებ-გვერდზე Muse.ai, ასევე WhatsApp-ის საშუალებით. უახლოეს მომავალში Muse-ის ინტეგრაცია Meta-ს AI სათვალეებშიც იგეგმება.
Muse Meta Superintelligence Labs-ის პროდუქტია, რომელიც მარკ ცუკერბერგმა OpenAI-სა და Anthropic-თან კონკურენციისთვის შექმნა. აგენტი მომხმარებელს ეხმარება ელექტრონული ფოსტის გაგზავნაში, მოგზაურობის დაგეგმვაში და ონლაინ შესყიდვების განხორციელებაში. გადახდებისთვის გამოიყენება Stripe-ის Link ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ერთჯერადი ბარათის ნომრების გენერირებას, რაც ფინანსური მონაცემების დაცულობას ზრდის.
პროექტის მთავარი გამოწვევა მომხმარებლის ნდობის მოპოვებაა. ამ მიზნით, Meta-მ დანერგა Secure VM არქიტექტურა, რომელიც მომხმარებლის აქტივობებს ვირტუალურ გარემოში იზოლირებულად ინახავს. სისტემაში ჩაშენებულია Sentinel-ის მექანიზმი, რომელიც აკონტროლებს აგენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებს და საეჭვო ოპერაციებისას მომხმარებლისგან დამატებით თანხმობას ითხოვს.
სამომავლოდ Meta გეგმავს Confidential VM-ის დანერგვას, სადაც მომხმარებლები საკუთარ წვდომის გასაღებებს ადგილობრივად მართავენ, რაც Meta-საც კი გამორიცხავს მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობიდან. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დასადასტურებლად, კომპანიამ Muse-ის დაუცველობის აღმოჩენისთვის საჯარო bug bounty პროგრამა გამოაცხადა, სადაც ჯილდო 300 000 დოლარამდეა განსაზღვრული.
წყარო: wired.com






