KPMG-მა ხელოვნური ინტელექტის შესახებ ანგარიში გააუქმა: მიზეზი AI ჰალუცინაციებია

საკონსულტაციო კომპანია KPMG-მ ოფიციალურად გააუქმა ანგარიში სახელწოდებით „სრულყოფილების ხელახალი განსაზღვრა აგენტური AI-ის ეპოქაში“. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დოკუმენტში მათი AI-ის გამოყენების შესახებ მოყვანილი მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება.

კვლევითმა ჯგუფმა GPTZero-მ ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში მრავალი უზუსტობა აღმოაჩინა. მათი განცხადებით, შეცდომები AI-ის მიერ გენერირებული „ჰალუცინაციების“ შედეგია. ფაქტობრივად, კომპანიამ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესახებ წერდა, თავად გამოიყენა AI ანგარიშის შესადგენად, რამაც არასწორი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია.

UBS-მა, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა (NHS), შვეიცარიის ფედერალურმა რკინიგზამ და Transport for London-მა დაადასტურეს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები მცდარი ან შეცდომაში შემყვანია. KPMG-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანიამ დოკუმენტი ვებგვერდებიდან უკვე აიღო და შიდა მოკვლევას ატარებს.

„ჩვენ მოველით, რომ ჩვენი თანამშრომლები დაიცავენ AI-ის პასუხისმგებლიანი გამოყენების წესებს, რაც გულისხმობს ადამიანურ ზედამხედველობას, კონტენტის ვალიდაციასა და დამოუკიდებელი წყაროების გადამოწმებას“, — აცხადებენ კომპანიაში. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში მსგავსი ინციდენტი მოხდა EY-შიც, რომელმაც ლოიალობის პროგრამების შესახებ ანგარიში გააუქმა, რადგან მასში ყალბი სქოლიოები და AI-ის მიერ შექმნილი არასწორი ინფორმაცია აღმოჩნდა.

წყარო: techcrunch.com