Kalshi-ს ნევადაში საქმიანობა დროებით აეკრძალა

Kalshi-ს ნევადაში საქმიანობა დროებით აეკრძალა, რაც პროგნოზირების ბაზრების (prediction markets) გარშემო მიმდინარე მარეგულირებელი დავის მორიგ ესკალაციას წარმოადგენს. ნევადის პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოსცა 14-დღიანი შემაკავებელი ორდერი, რომელიც დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში. ის კომპანიას უკრძალავს შესაბამისი სათამაშო ლიცენზიის გარეშე სპორტულ, საარჩევნო და გასართობ მოვლენებზე დაფუძნებული კონტრაქტების შეთავაზებას.

ეს შესაძლოა იყოს პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანია იძულებულია შეწყვიტოს ოპერირება აშშ-ის კონკრეტულ შტატში. სამართლებრივი ბრძოლა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ნევადის მარეგულირებლებმა Kalshi-ს საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართეს. 14 დღის გასვლის შემდეგ სასამართლო შეაფასებს, უნდა გახანგრძლივდეს თუ არა აკრძალვა პროცესის დასრულებამდე.

მსგავსი სამართლებრივი დავები მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ოჰაიოში, ტენესისა და მასაჩუსეტსში, რათა დადგინდეს, უნდა დაექვემდებაროს თუ არა პროგნოზირების ბაზრები შტატების აზარტული თამაშების კანონმდებლობას. Kalshi ამტკიცებს, რომ მისი სპორტული მოვლენების კონტრაქტები ფინანსური ინსტრუმენტებია (swaps) და არა აზარტული თამაშები. ფედერალური მთავრობა, კერძოდ CFTC, ამ ეტაპზე იზიარებს ამ პოზიციას და მიიჩნევს, რომ პროგნოზირების ბაზრებზე ექსკლუზიური იურისდიქცია აქვს.

საბოლოო სიტყვა ამ ბაზრების კანონიერებაზე შესაძლოა უზენაესმა სასამართლომ თქვას. მანამდე კი Kalshi იძულებული იქნება შეწყვიტოს ოპერირება ნევადაში. თუმცა, მიუხედავად იურიდიული პრობლემებისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანიამ ინვესტორებისგან დამატებით $1 მილიარდი მოიზიდა, რითაც მისი შეფასება $22 მილიარდამდე გაიზარდა.

წყარო: wired.com