
იურიდიული AI სტარტაპი Harvey, რომელიც ვენჩურული კაპიტალის ფონდების განსაკუთრებული ინტერესის საგანია, მორიგი, 550 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა. კომპანიის შეფასებამ 15.5 მილიარდ დოლარს მიაღწია.
აღნიშნულ რაუნდს სათავეში Diffusion და Lightspeed Venture Partners ჩაუდგნენ. ეს შედეგი მოჰყვა მარტში განხორციელებულ 200-მილიონიან რაუნდს, როდესაც კომპანიის ღირებულება 11 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. სულ რაღაც ცხრა თვეში Harvey-ის საბაზრო ღირებულება თითქმის გაორმაგდა, ხოლო მოზიდული კაპიტალის საერთო მოცულობამ 1.55 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ახალი დაფინანსება მოჰყვა კომპანიის მიერ საკუთარი მოდელის, Harvey Tenet-ის პრეზენტაციას. მოდელი დაფუძნებულია ღია კოდის Kimi K3-ზე და სპეციალიზებულია იურიდიულ მონაცემებზე. Harvey აქტიურად უბიძგებს კლიენტებს, გამოიყენონ და საკუთარ საჭიროებებზე მოარგონ ღია მოდელები. შედეგად, Harvey ხდება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მთლიან ინდუსტრიას — ამ შემთხვევაში იურიდიულ სექტორს — ეფექტურად გამოიყენოს AI ისე, რომ არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ OpenAI-სა და Anthropic-ის მსგავს დახურულ სისტემებზე.
წყარო: techcrunch.com






