
OpenAI-მ თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანიის რეორგანიზაციას გეგმავს, რაც პროდუქტების უნიფიცირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. OpenAI-ს თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი Greg Brockman ამიერიდან კომპანიის პროდუქტების სტრატეგიას უხელმძღვანელებს, მისი AI ინფრასტრუქტურაზე მუშაობის პარალელურად. მანამდე ის ამ პოზიციას დროებით იკავებდა, სანამ Fidji Simo სამედიცინო შვებულებაში იმყოფებოდა; ახლა კი ეს ცვლილება ოფიციალურია.
„ჩვენ ვაერთიანებთ ჩვენს პროდუქტებს, რათა მაქსიმალური ფოკუსით ვიმოქმედოთ მომავლისკენ და მოვიპოვოთ გამარჯვება როგორც მომხმარებლების, ისე enterprise სექტორში,“ აღნიშნა Brockman-მა შიდა მემოში. მისი თქმით, OpenAI-ს პროდუქტები ბუნებრივად უახლოვდება ერთმანეთს და კომპანიამ ChatGPT-ისა და Codex-ის ერთიან გამოცდილებად შერწყმა გადაწყვიტა.
კომპანია ChatGPT-ს, AI პროგრამირების აგენტ Codex-ს და დეველოპერებისთვის განკუთვნილ API-ს ერთ მთავარ პროდუქტის გუნდში აერთიანებს. OpenAI-ს ლიდერები სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზეც ინაცვლებენ. Codex-ის ხელმძღვანელი, Thibault Sottiaux, ძირითად პროდუქტებისა და პლატფორმების გუნდებს უხელმძღვანელებს. ის ასევე ჩართულია OpenAI-ს მომავალი „super app“-ის შექმნაში, რომელიც Codex-ის, ChatGPT-ისა და Atlas ბრაუზერის გაერთიანებას ისახავს მიზნად.
ChatGPT-ის დიდი ხნის ხელმძღვანელი, Nick Turley, enterprise პროდუქტების მიმართულებას ჩაუდგება სათავეში და აღარ იმუშავებს სამომხმარებლო პროდუქტებზე. თავის მხრივ, Instagram-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, Ashley Alexander, consumer პროდუქტების ერთეულს უხელმძღვანელებს.
გასულ წელს OpenAI-მ მზარდი კონკურენცია განიცადა Anthropic-ისა (პროგრამირების დომენში) და Google-ისგან (სამომხმარებლო ჩატბოტებში). კომპანიის ლიდერები იმედოვნებენ, რომ პროდუქტების გამარტივება მათ IPO-ზე გასვლის გეგმებში დაეხმარებათ, რაც, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლოს განხორციელდეს.
წყარო: wired.com







