Grammarly-ს AI სკანდალი: ექსპერტების სახელების უნებართვო გამოყენება

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, Grammarly საკუთარი ამბიციების გაფართოებაზე მუშაობს. ოქტომბერში კომპანიამ საჯარო პივოტი განახორციელა და AI კომპანიად, Superhuman-ად გარდაიქმნა. ახალი სახელი ინსპირირებულია Superhuman Mail-ით, რომელიც Grammarly-მ 2025 წლის ივნისში შეიძინა.

Superhuman-ის CPO, ნოამ ლოვიანსკი ირწმუნებოდა, რომ „Grammarly-ს ბრენდი არსად მიდის“. ის იარსებებს როგორც Superhuman-ის ნაწილი, თუმცა წერის დამხმარე პანელი იქცევა AI აგენტების ჰაბად.

რებრენდინგის ყველაზე საკამათო ელემენტი ამ დიდ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე გაჩნდა. 2025 წლის აგვისტოში, Grammarly-მ ჩუმად ჩაუშვა ფუნქცია "Expert Review", რომელიც მომხმარებლებს წამყვანი პროფესიონალებისა და ავტორების რჩევებს სთავაზობდა. ფუნქცია აგენერირებდა რეკომენდაციებს ცნობილი ადამიანების სახელების (მაგალითად, სტივენ კინგის, ნილ დეგრას ტაისონის) და verified-სტილის ნიშნის გამოყენებით. გვერდითა პანელზე ეწერა მცირე გაფრთხილება, რომ ეს ექსპერტები არ იყვნენ აფილირებულნი კომპანიასთან.

მარტის დასაწყისში The Verge-ის ჟურნალისტებმა თავადაც გამოსცადეს ფუნქცია და საკუთარი კოლეგების სახელები აღმოაჩინეს AI-გენერირებულ რჩევებზე. არცერთ მათგანს არ მიუცია ნებართვა Grammarly-სთვის. გარდა ამისა, რჩევები საკმაოდ არაადეკვატური იყო.

რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ, Superhuman-ის პროდუქტების მართვის დირექტორმა, აილიან განმა განაცხადა, რომ ფუნქცია გაითიშებოდა და ხელახლა დამუშავდებოდა. Superhuman-ის CEO, შიშირ მეჰროტრამ ბოდიში მოიხადა LinkedIn-ზე, თუმცა The Verge-ის ნილაი პატელთან ინტერვიუში თავის მართლება სცადა და განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ "საჯაროდ ხელმისაწვდომ სამუშაოებზე უთითებდნენ".

იმავე დღეს, როდესაც Superhuman-მა ფუნქციის დახურვა დააანონსა, ჟურნალისტმა ჯულია ანგვინმა კომპანიის წინააღმდეგ ჯგუფური სარჩელი შეიტანა პირადობისა და საჯაროობის უფლებების დარღვევის ბრალდებით.

შიშირ მეჰროტრას ხედვით, მომავალში შემქმნელები (ან ექსპერტები) გაწვრთნიან AI აგენტებს, რათა მათ წარმოადგინონ ისინი და იურთიერთონ აუდიტორიასთან. თუმცა, Grammarly-ს შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ექსტრაქციულია ამჟამად გენერაციული AI: კომპანიამ გამოიყენა ექსპერტების ნამუშევრები და სახელები, შესთავაზა ფუნქცია ფასიან მომხმარებლებს და არ მიუღია თანხმობა თავად ექსპერტებისგან.

წყარო: theverge.com