Disneyland ვიზიტორებისთვის სახის ამოცნობის ტექნოლოგიას ნერგავს

გასულ უქმეებზე ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობა მოხდა. ეჭვმიტანილი 31 წლის ინჟინერი Cole Tomas Allen ადგილზევე დააკავეს.

ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება

FIDO Alliance-მა, Google-მა და Mastercard-მა AI აგენტების მიერ ინიცირებული ტრანზაქციების დასაცავად ახალი სამუშაო ჯგუფი შექმნეს. პარალელურად, OpenAI-მ ChatGPT-ისა და Codex-ის ანგარიშებისთვის მოწინავე უსაფრთხოების რეჟიმი აამოქმედა, რათა კიბერშეტევების რისკები შეამციროს.

Disneyland სახის ამოცნობის ტექნოლოგიას ნერგავს

The Walt Disney Company-მ განაცხადა, რომ Disneyland Park-ისა და Disney California Adventure Park-ის ვიზიტორებს შეეძლებათ პარკში შესვლა სპეციალური ზოლის გავლით, რომელიც სახის ამოცნობის ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. კომპანიის თქმით, ეს პროცესი ნებაყოფლობითია, თუმცა ბიომეტრიული მონაცემები ინახება 30 დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შენახვა სამართლებრივი ან თაღლითობის პრევენციის მიზნითაა საჭირო.

NSA და Anthropic-ის AI ინსტრუმენტი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) აქტიურად ტესტავს Anthropic-ის ახალ AI მოდელს, სახელად Mythos, პროგრამულ უზრუნველყოფაში კრიტიკული დაწყვლადობების აღმოსაჩენად. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის დეპარტამენტს (DOD) Anthropic-ის პროდუქტების გამოყენება შეზღუდული აქვს, სააგენტო ინსტრუმენტს Microsoft-ის სისტემებში ბაგების მოსაძებნად წარმატებით იყენებს.

Scattered Spider-ის წევრის დაკავება

ფინეთის აეროპორტში 19 წლის Peter Stokes დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ ცნობილი გამომძალველი ჰაკერული დაჯგუფების, Scattered Spider-ის წევრია. ჯგუფი პასუხისმგებელია MGM Resorts-ისა და Caesars Entertainment-ის მასშტაბურ კიბერშეტევებზე.

Medicare-ის მონაცემთა გაჟონვა

Medicare-ის ღია მონაცემთა ბაზამ აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების სოციალური დაცვის ნომრები (SSN) და სხვა პერსონალური ინფორმაცია შემთხვევით გაასაჯაროვა. დაუცველი სერვერი ინტერნეტში რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.

წყარო: wired.com