Cox Media-ს ჯარიმა დაეკისრა მას შემდეგ, რაც ტელეფონების საშუალებით მომხმარებელთა ფარულ მოსმენაზე ისაუბრა

Cox Media და მასთან დაკავშირებული მარკეტინგული ფირმები, MindSift და 1010 Digital Works, უცნაური და სკანდალური დავის ცენტრში აღმოჩდნენ. კომპანიები ამტკიცებდნენ, რომ მომხმარებლებს სმარტფონებისა და ჭკვიანი მოწყობილობების მეშვეობით ფარულად უსმენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის რეალური მტკიცებულება არ არსებობდა. აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) გამოაცხადა, რომ კომპანიები ჯამში 930,000 აშშ დოლარს გადაიხდიან იმ ბრალდებების დასარეგულირებლად, რომლებიც რეკლამის მიზნებისთვის მომხმარებელთა თვალთვალის შესახებ ტყუილს ეხება.

კომპანია Cox-მა 2023 წელს საჯაროდ წარადგინა სისტემა სახელწოდებით Voice Data. ისინი პოტენციურ ციფრულ მარკეტერებს ჰპირდებოდნენ, რომ შეეძლოთ მომხმარებელთა ყოველი პირადი საუბარი რეკლამის თარგეთირების ინსტრუმენტად ექციათ. კომპანიამ ეს ტექნოლოგია პოპულარულ სერიალ Black Mirror-საც კი შეადარა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით Cox-მა უარყო საუბრების მოსმენა, მედიაში გავრცელებული შიდა პრეზენტაციები საპირისპიროზე მიუთითებდა.

თუმცა, ექსპერტებს თავიდანვე ეჭვი ეპარებოდათ ამ ტექნოლოგიის რეალურობაში. FTC-ის განცხადებით, ეს სერვისი რეალურად საერთოდ არ უსმენდა მომხმარებლებს და არ იყენებდა ხმის მონაცემებს. ნაცვლად ამისა, კომპანიები სხვა მონაცემთა ბროკერებისგან შეძენილ იმეილ-ლისტებს ყიდდნენ გაზრდილი ტარიფით. ამასთან, სააგენტოს განცხადებით, კომპანიები ატყუებდნენ კლიენტებს, თითქოს მომხმარებლებმა თავად განაცხადეს თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე, რაც ნებისმიერ შემთხვევაში კანონდარღვევაა.

წყარო: theverge.com