Automattic-ის დირექტორთა საბჭო დაითხოვეს: მეთ მალენვეგმა კონტროლი დაიბრუნა

Automattic-ის დირექტორთა საბჭო დაითხოვეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას საბჭოს წევრებმა კომპანიის CEO-ს, მეთ მალენვეგის, თანამდებობიდან დროებით გადაყენება სცადეს. WordPress-ის დამფუძნებელმა მალენვეგმა საბჭოს ქმედება შეთქმულებად შეაფასა და მალევე განაცხადა, რომ კომპანიის მართვაში სრულად დაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, საბჭოს წევრები, რომლებმაც მალენვეგის წინააღმდეგ მისცეს ხმა, თანამდებობებს ტოვებენ. მათ შორის არიან ტონი შნაიდერი, სუ დეკერი და გენერალი ენ დანვუდი. გარდა ამისა, კომპანია დატოვეს მთავარმა იურიდიულმა ოფიცერმა ენდი მისანმა და ფინანსურმა დირექტორმა მარკ დევისმა, რომელიც დროებით CEO-დ უნდა დანიშნულიყო.

Automattic-ის ოფიციალური განცხადებით, მალენვეგი კვლავ სათავეშია და კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ცვლილებების მიზეზები ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა სიტუაცია უკავშირდება Automattic-სა და WP Engine-ს შორის მიმდინარე გახმაურებულ სასამართლო დავას, რომელიც WordPress-ის სავაჭრო ნიშნის გამოყენებასა და ღია კოდის პროექტში წვლილის შეტანას ეხება.

წყარო: techcrunch.com