
ჰაპტიკური ტექნოლოგიების კომპანიამ Taction Apple-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა 2021 წელს დაიწყო და კომპანია ორი პატენტის დარღვევაში დაადანაშაულა. სან-დიეგოს ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Taction-ს სასარგებლოდ 5.7 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
სარჩელი ეხებოდა აშშ-ის პატენტებს (Nos. 10,659,885 და 10,820,117), რომლებიც ვიბრაციაზე დაფუძნებულ, ტაქტილურ გადამყვან ტექნოლოგიას მოიცავს. ეს ტექნოლოგია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, იგრძნოს მოწყობილობის რეაქცია შეყვანილ ბრძანებებზე.
Taction-ის მტკიცებით, Apple-ის Taptic Engine, რომელიც iPhone-ებსა და Apple Watch-ებში გამოიყენება, მათ მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიას სათანადო ლიცენზიის გარეშე იყენებს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ Apple-მა დაარღვია პატენტის სამი პუნქტი, თუმცა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ დარღვევა განზრახ იყო ჩადენილი. Taction-ი ასევე ადანაშაულებდა Apple-ს Kannon-ის სათამაშო ყურსასმენებიდან ტექნოლოგიის რევერსული ინჟინერიის გზით კოპირებაში.
Apple-ის განცხადებით, კომპანია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
წყარო: theverge.com





