Apple-მა შესაძლოა Maps-ში რეკლამები ამ ზაფხულსვე დაამატოს

Bloomberg-ის ჟურნალისტის, Mark Gurman-ის ინფორმაციით, Apple მალე დაამატებს რეკლამებს Maps აპლიკაციაში მობილურსა და ვებზე. კომპანიამ ეს სიახლე შესაძლოა ამ თვეში დააანონსოს და ზაფხულში ჩაუშვას. ეს ბიზნესებს საშუალებას მისცემს, გადაიხადონ თანხა Apple Maps-ის ძიების შედეგებში მოწინავე პოზიციების მოსაპოვებლად.

ეს ნიშნავს, რომ თუ რომელიმე რესტორანი გაიმარჯვებს აუქციონში ისეთ საკვანძო სიტყვებზე, როგორიცაა "სუში" ან "პიცა", მისი ლოკაცია ძიების შედეგებში პრიორიტეტულად გამოჩნდება სხვა რელევანტურ ბიზნესებთან შედარებით. აღნიშნული მოდელი Google Maps-ის სარეკლამო სისტემის მსგავსია, სადაც კომპანიები ძიებაში უკეთესი რანჟირებისთვის იხდიან.

ეს ნაბიჯი კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს Apple-ის სერვისების განყოფილებას — ქვედანაყოფს, რომელიც პასუხისმგებელია App Store-ზე, Apple Music-ზე, Apple TV-ზე, iCloud-სა და სარეკლამო მიმართულებაზე. 2025 წელს ამ განყოფილებამ 109 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. Apple უკვე სთავაზობს რეკლამებს App Store-ში, ასევე News და Stocks აპლიკაციებში. გარდა ამისა, კომპანიამ დეველოპერებს აცნობა, რომ მარტის ბოლომდე App Store-ის ძიების შედეგებში კიდევ უფრო მეტი სარეკლამო სივრცის დამატებას გეგმავს.

წყარო: theverge.com