
Apple-ის მომდევნო Worldwide Developers Conference გაიმართება 8-დან 12 ივნისამდე, როგორც ონლაინ, ისე კომპანიის სათავო ოფისში კუპერტინოში, კალიფორნიაში, — განაცხადა კომპანიამ ორშაბათს.
iPhone-ის მწარმოებლის თქმით, წლევანდელი კონფერენცია — სადაც ტრადიციულად ახალი პროგრამული უზრუნველყოფა და ფუნქციები მჟღავნდება — ფოკუსირებული იქნება „AI მიღწევებზე“, ასევე iOS, macOS, tvOS და watchOS პლატფორმების განახლებებზე.
კონფერენციის პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება Apple Developer აპლიკაციაში, Apple-ის ვებსაიტსა და YouTube არხზე.
გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც Apple-მა ყურადღება „Liquid Glass“ დიზაინზე გაამახვილა, წელს მთავარი თემა AI იქნება. მოსალოდნელია ახალი Siri-ს პრეზენტაცია მოწინავე AI შესაძლებლობებით. გარდა ამისა, წლის დასაწყისში Apple-მა Google-თან Gemini-ს ინტეგრაციაზე გააფორმა შეთანხმება. წლევანდელ WWDC-ზე, სავარაუდოდ, ვიხილავთ განახლებულ Siri-ს გაუმჯობესებული პერსონალური კონტექსტითა და ეკრანის აღქმის ფუნქციით.
შარშან კომპანიამ Apple’s Foundation Model-ის ჩარჩო წარადგინა, რომელიც ოფლაინ რეჟიმში მომუშავე AI მოდელებს მოიცავს. წელს ამ მიმართულებითაც სიახლეებს ველით. გარდა ამისა, Apple-მა Xcode-ში უკვე დანერგა ChatGPT, Anthropic-ის Claude Agent და OpenAI-ის Codex ინსტრუმენტები დეველოპერებისთვის.
წყარო: techcrunch.com








