
მომდევნო ერთ ან ორ წელიწადში, Apple-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, John Ternus, სცენაზე უნდა ავიდეს და მსოფლიოს წარუდგინოს რევოლუციური პროდუქტი, რომელიც AI-ის სრულ პოტენციალს მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს გახდის. წარმატების შემთხვევაში, ეს იქნება მომენტი, როდესაც Apple AI ინდუსტრიაში იმავეს გააკეთებს, რაც პერსონალური კომპიუტერებისა და მობილური ტექნოლოგიების ეპოქაში შეძლო.
ეს John Ternus-ისთვის უბრალო არჩევანი არ არის — ეს აუცილებლობაა. Tim Cook-მა, რომელიც სექტემბერში CEO-ს პოზიციას ტოვებს და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ხდება, კომპანია Steve Jobs-ის შემდეგ შესანიშნავად მართა, თუმცა AI ტრანსფორმაციის საკითხი ღიად დატოვა. გასულ წელს წარდგენილი Apple Intelligence ბევრისთვის არასრულყოფილი აღმოჩნდა.
მომხმარებლის გამოცდილება ტექნოლოგიის ნაცვლად
Ternus-ისა და გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელის, Greg Joswiak-ის თქმით, Apple აქცენტს არა უშუალოდ ტექნოლოგიაზე, არამედ მომხმარებლის უნიკალურ გამოცდილებაზე აკეთებს. მიუხედავად ამისა, AI ეკოსისტემას მნიშვნელოვანი ცვლილებები მოაქვს. ათწლეულის ბოლოს ადამიანები სმარტფონში აპლიკაციებს აღარ გახსნიან — ისინი უბრალოდ AI აგენტს მისცემენ დავალებას. ფრაზას "ამისათვის არსებობს აპლიკაცია", ჩაანაცვლებს "მიეცით აგენტს ამის გაკეთების საშუალება".
ფოკუსი ჩიპებზე და Nvidia-სთან კონკურენცია
Ternus-ის ყოფილ პოზიციას, ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით, Johny Srouji დაიკავებს. მისი ხელმძღვანელობით Apple-მა ფოკუსი დიზაინიდან საკუთარი ჩიპების წარმოებაზე გადაიტანა, რაც ბოლო ათწლეულის ინოვაციების მთავარი საიდუმლოა. მოსალოდნელია, რომ Apple-ის შემდეგი დიდი ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის სფეროში კიდევ უფრო მძლავრ Neural Engine-ებს დაეყრდნობა.
მიუხედავად იმისა, რომ Apple პირდაპირ არ კონკურირებს Nvidia-სთან, ჩიპების ახალმა სტრატეგიამ შესაძლოა John Ternus და Jensen Huang AI პირველობისთვის ბრძოლაში დაუპირისპიროს ერთმანეთს.
Tim Cook-მა Apple საუკეთესოდ მართა, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში დომინირება უკვე John Ternus-ის ამოცანაა. დრო კი მიდის.
წყარო: wired.com







