Apple ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში: App Store-ის ახალი წესები

Apple ევროკავშირის ბაზარზე App Store-ის პოლიტიკას კვლავ ცვლის. კომპანიის განცხადებით, ეს ნაბიჯი ევროკომისიასთან არსებულ უთანხმოებებს დაარეგულირებს. 1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შედის ახალი ბიზნეს პირობები, რომლებიც ყველა დეველოპერს ერთიან სტანდარტზე გადაიყვანს.

ცვლილებების თანახმად, Apple-ის შიდა გადახდების სისტემის გამოყენებისას საკომისიო 26%-ს შეადგენს, ხოლო ალტერნატიული გადახდის მეთოდების შემთხვევაში — 20%-ს. აპლიკაციიდან გარე ბმულების საშუალებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე კი 15%-იანი საკომისიო დაწესდა. აღსანიშნავია, რომ მცირე ბიზნესის პროგრამაში ჩართული დეველოპერებისთვის ეს ტარიფები შემცირებული იქნება.

კომპანია აუქმებს ე.წ. „Core Technology Fee“-ს (0.50 ევრო ყოველ მილიონზე მეტ ჩამოტვირთვაზე), თუმცა ნერგავს 5%-იან „Core Technology Commission“-ს მესამე მხარის მაღაზიებსა და ვებ-გვერდებზე განთავსებულ აპლიკაციებზე. დეველოპერებს, რომლებიც აირჩევენ ალტერნატიულ გადახდის სისტემებს, არჩეული მეთოდის შენარჩუნება 12 თვის განმავლობაში მოუწევთ.

Apple-მა ასევე გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები არასრულწლოვნებისთვის: 13 წლამდე მომხმარებლებისთვის აპლიკაციებიდან გარე ბმულებზე გადასვლა იკრძალება, ხოლო 18 წლამდე პირებისთვის ალტერნატიული გადახდის მეთოდების გამოყენება მშობლის თანხმობას საჭიროებს. ეს ცვლილებები Digital Markets Act-ის (DMA) მოთხოვნების შესრულების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც Apple-მა ევროკავშირის ბაზარზე ოპერირების პირობები უნდა მოარგოს რეგულაციებს.

წყარო: theverge.com