Apple გეგმავს iOS 27-ში მომხმარებლებს AI მოდელების არჩევის თავისუფლება მისცეს

როდესაც მიმდინარე წლის ბოლოს iOS 27 გამოვა, iPhone-ის მომხმარებლებს მოწყობილობაზე ინტეგრირებული AI მოდელების ფართო არჩევანი ექნებათ.

Bloomberg-ის ახალი ანგარიშის თანახმად, Apple გეგმავს მომხმარებლებს შესთავაზოს სხვადასხვა მესამე მხარის დიდი ენობრივი მოდელები (LLM), რომლებიც iPhone-ის ოპერაციული სისტემის ფუნქციებს უზრუნველყოფენ. ფუნქცია შიდა დონეზე ცნობილია როგორც Extensions და მომხმარებლებს მისცემს წვდომას გენერაციული AI-ის შესაძლებლობებზე Apple Intelligence-ის მეშვეობით (მაგალითად, Siri, Writing Tools და Image Playground).

სიახლე ასევე ხელმისაწვდომი იქნება iPadOS 27-სა და macOS 27-ში. ამჟამად Google-ისა და Anthropic-ის მოდელების ტესტირება მიმდინარეობს, ხოლო ChatGPT-ის სავარაუდოდ კვლავ დარჩება ერთ-ერთ მთავარ არჩევანად.

Apple-ის დიდი ხნის CEO Tim Cook მალე ტოვებს პოსტს, ახალ ხელმძღვანელს, John Ternus-ს კი კომპანიის მომავლისა და AI სტრატეგიის განსაზღვრა მოუწევს. ბაზარზე არსებული მოსაზრებით, Apple ტექნოლოგიურ კონკურენტებთან შედარებით ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ჩამორჩება.

მიუხედავად ამისა, Apple-ის მთავარი გეგმა არა AI ინფრასტრუქტურის მშენებლობაში კოლოსალური თანხების დახარჯვა, არამედ საკუთარი მომხმარებლებისთვის არსებული აპარატურის უნიკალურ AI-ცენტრულ ეკოსისტემად გარდაქმნაა.

წყარო: techcrunch.com