Anthropic-ის ბიოლოგიურმა ლაბორატორიამ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა

Anthropic-მა დაადასტურა, რომ ბეი-არეაში საკუთარ ბიოლოგიურ ლაბორატორიას მართავს, სადაც AI მოდელებს ფიზიკური ექსპერიმენტების ჩასატარებლად იყენებს. კომპანიის განცხადებით, ლაბორატორიამ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან შედეგს: აღმოაჩინა ფერმენტული სისტემა, რომელსაც CRISPR-ის მსგავსი თვისებები გააჩნია.

საუბარია ბაქტერიოფაგების დნმ-ში დამალულ უცნობ ფერმენტულ სისტემაზე, რომელსაც დნმ-ის „დაჭრის, კოპირებისა და ჩასმის“ უნარი აქვს. Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორის, დარიო ამოდეის თქმით, აღმოჩენა ძირითადად Claude-ის დახმარებით მოხდა, რომელმაც მონაცემების დამუშავებასა და კვლევაზე სულ რაღაც 21 საათი დახარჯა.

ეს სიახლე განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც AI ინდუსტრიის ლიდერები, მათ შორის თავად ამოდეი, საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის პოტენციურ საფრთხეებზე, მათ შორის ბიოტერორიზმის რისკებზე. მიუხედავად ამისა, Anthropic მიიჩნევს, რომ AI-ს შეუძლია მომდევნო 5-10 წელიწადში დაავადებების უმეტესობის განკურნება.

ამ ეტაპზე ლაბორატორიაში ყველა ფიზიკურ ექსპერიმენტს ადამიანები ატარებენ, რათა უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იყოს დაცული. თუმცა, ამოდეი არ გამორიცხავს, რომ მომავალში Claude-მა შესაძლოა ლაბორატორიული აღჭურვილობის ავტონომიური მართვაც შეძლოს, რაც ბიოლოგიურ კვლევებში ახალ ერას დაიწყებს.

წყარო: techcrunch.com