Anthropic-ის Claude-ის პოპულარობა ფასიან მომხმარებლებში რეკორდულად იზრდება

მიუხედავად იმისა, თუ რით დასრულდება Anthropic-ის დაპირისპირება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან (DoD), ამ მოვლენებმა, Super Bowl-ის სარეკლამო რგოლებთან და Claude Code-ის მზარდ პოპულარობასთან ერთად, კომპანია მომხმარებლებისთვის უფრო პოპულარული გახადა, ვიდრე ოდესმე.

მომხმარებელთა ტრანზაქციების ანალიტიკურმა კომპანია Indagari-მ 28 მილიონი ამერიკელი მომხმარებლის ანონიმური საკრედიტო ბარათის ტრანზაქციები შეისწავლა. მონაცემები აჩვენებს, რომ Claude-ის ფასიანი გამომწერთა რაოდენობა რეკორდული ტემპით იზრდება.

მართალია, ეს მონაცემები არ მოიცავს კომპანიის საწარმოო (enterprise) ბიზნესსა და უფასო მომხმარებლებს, თუმცა Anthropic-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ Claude-ის ფასიანი გამოწერები მიმდინარე წელს გაორმაგდა. Indagari-ს ცნობით, ახალი გამომწერების უმეტესობა ირჩევს საწყის, Pro პაკეტს ($20 თვეში), ხოლო იანვარსა და თებერვალში პლატფორმას რეკორდული რაოდენობის ძველი მომხმარებელი დაუბრუნდა.

ცნობადობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი Super Bowl-ის რეკლამებია, სადაც Anthropic-მა გააკრიტიკა ChatGPT-ის გადაწყვეტილება მომხმარებლებისთვის რეკლამების ჩვენების შესახებ და პირობა დადო, რომ Claude მსგავს ნაბიჯს არასდროს გადადგამს.

თუმცა, მთავარი აჟიოტაჟი იანვრის ბოლოს დაიწყო, როდესაც Anthropic-სა და DoD-ს შორის დაპირისპირება გამწვავდა. Anthropic-მა უარი თქვა თავისი AI მოდელების სამხედრო ლეტალურ ოპერაციებში ან მოქალაქეების მასობრივ მეთვალყურეობაში გამოყენებაზე. კომპანიის CEO-მ, დარიო ამოდეიმ მკაცრი საჯარო განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც ახალი მომხმარებლების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

დრამის მიღმა, გამოწერების ზრდის მამოძრავებელი ძალა იანვარში გამოსული დეველოპერებისა და პროდუქტიულობის ხელსაწყოებია — Claude Code და Claude Cowork. ასევე, დიდი ინტერესი გამოიწვია ახალმა Computer Use ფუნქციამ, რომელიც AI-ს კომპიუტერში დამოუკიდებლად ნავიგაციის, მაუსის დაკლიკვისა და მოქმედებების შესრულების საშუალებას აძლევს.

მიუხედავად Anthropic-ის შთამბეჭდავი ზრდისა ფასიან მომხმარებლებში, Claude კვლავ საგრძნობლად ჩამორჩება ChatGPT-ს. მიუხედავად იმისა, რომ OpenAI-მ DoD-სთან შეთანხმების გამოცხადების შემდეგ მომხმარებლების გარკვეული გადინება განიცადა, მონაცემები აჩვენებს, რომ ის კვლავ იზიდავს ახალ ფასიან გამომწერებს სწრაფი ტემპით და რჩება ყველაზე დიდ სამომხმარებლო AI პლატფორმად.

წყარო: techcrunch.com