Andreessen Horowitz-მა ზრდის ფონდი 8.5 მილიარდ დოლარამდე გაზარდა

სარისკო კაპიტალის ფირმამ Andreessen Horowitz-მა (a16z) თავისი მეხუთე ზრდის ფონდის მოცულობა 8.5 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ იანვარში 6.75 მილიარდი დოლარით დაწყებულ ფონდს კომპანიამ დამატებით 1.75 მილიარდი დოლარი შემატა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც a16z-მა 1.1 მილიარდი დოლარის მოცულობის ახალი ფონდის, „Machine Age Fund“-ის შექმნა დააანონსა. ფონდის სახელწოდება ხაზს უსვამს მის ფოკუსს AI აპარატურულ სტარტაპებზე, რომლებიც ჩიპების, მეხსიერების, ქსელური ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა შენახვის ტექნოლოგიებზე მუშაობენ.

ზრდის ფონდი მიზნად ისახავს იმ სტარტაპების დაფინანსებას, რომლებიც აქტიურად აფართოებენ პროდუქტებს, გადიან ახალ ბაზრებზე და მასშტაბირების პროცესში არიან. ზრდის საინვესტიციო გუნდის ხელმძღვანელის, დევიდ ჯორჯის თქმით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ფონდმა 100-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია. თუმცა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სტარტაპები ზრდის სტადიას გაცილებით სწრაფად აღწევენ და უფრო მაღალი შეფასებებით იზიდავენ კაპიტალს.

a16z-ის საინვესტიციო პორტფელი მოიცავს საწარმოო და სამომხმარებლო AI ტექნოლოგიებს, თავდაცვის ტექნოლოგიებს, რობოტიკას, ინფრასტრუქტურულ აპარატურას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ჯანდაცვის ტექნოლოგიებს. ამ ახალი კაპიტალის მოზიდვამდე, იანვარში ფირმამ 15 მილიარდი დოლარის დაფინანსება გამოაცხადა, რითაც მისი მართვის ქვეშ არსებული აქტივების საერთო მოცულობამ 90 მილიარდ დოლარს მიაღწია.

წყარო: techcrunch.com