
Amazon Web Services (AWS) Nvidia-ს ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამყარებას და ხელოვნური ინტელექტის ჩიპების სეგმენტში კონკურენციის გაზრდას გეგმავს. კომპანიის AI მიმართულების ხელმძღვანელმა, პიტერ დესანტისმა დაადასტურა, რომ AWS განიხილავს საკუთარი Trainium ჩიპების მესამე მხარისთვის მიყიდვის შესაძლებლობას.
Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის, ენდი ჯასის განცხადებით, კომპანიის მიერ შექმნილი AI ჩიპებზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მათი დამოუკიდებელ ბიზნესად ჩამოყალიბების შემთხვევაში, წლიური შემოსავალი დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს მიაღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი Nvidia-ს მასშტაბებს ჯერჯერობით ჩამორჩება, ის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ინდუსტრიისთვის.
AWS-ისთვის ჩიპების პირდაპირი გაყიდვა სტრატეგიულ ცვლილებას ნიშნავს. აქამდე კომპანია უპირატესობას ანიჭებდა საკუთარი ღრუბლოვანი სერვისების ეკოსისტემას, სადაც ჩიპების გამოყენება სხვა თანმდევ სერვისებთან — მონაცემთა შენახვასთან, უსაფრთხოებასა და ქსელურ ინფრასტრუქტურასთან — ერთად ხდებოდა. მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ამჟამად წარმოების სიმძლავრეა, რადგან არსებული და მომავალი თაობის Trainium ჩიპებზე მოთხოვნა მიწოდებას მნიშვნელოვნად აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ Nvidia კვლავ ინარჩუნებს ლიდერობას და აქტიურად ფართოვდება ახალ ბაზრებზე, Amazon-ის ამბიციური გეგმები მიუთითებს, რომ ტექნოლოგიური გიგანტები მზად არიან პირდაპირ დაუპირისპირდნენ ჩიპების ბაზრის ამჟამინდელ მონოპოლისტს.
წყარო: techcrunch.com






