
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Alibaba თავის თანამშრომლებს Anthropic-ის პროგრამირების ხელსაწყოს, Claude Code-ის გამოყენებას უკრძალავს. შეზღუდვა ძალაში 10 ივლისიდან შევა.
აღსანიშნავია, რომ Anthropic-ი უკვე კრძალავს ჩინური კომპანიების, ისევე როგორც მათი მფლობელობაში მყოფი უცხოური სუბიექტების მიერ საკუთარი მოდელების გამოყენებას. კომპანია აქტიურად მუშაობს იმ ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ჩინელ მომხმარებლებს Claude-ზე წვდომის საშუალებას აძლევდა.
Reddit-ზე გავრცელებული ინფორმაციით, Anthropic-მა დანერგა Claude Code-ის ვერსია, რომელსაც ჩინელი მომხმარებლების იდენტიფიცირება შეეძლო. Anthropic-ის წარმომადგენელმა, თარიქ შიჰიპარმა სოციალურ ქსელ X-ზე განმარტა, რომ ეს იყო მარტში დაწყებული ექსპერიმენტი, რომლის მიზანიც ანგარიშების არასანქცირებული გადამყიდველებისგან დაცვა და მოდელების დისტილაციის პრევენცია იყო.
შიჰიპარის თქმით, გუნდმა მას შემდეგ უფრო ეფექტური დამცავი მექანიზმები შეიმუშავა და აღნიშნული ფუნქციის გაუქმებას უკვე დიდი ხანია გეგმავდნენ. მიუხედავად ამისა, Alibaba-მ Claude Code „მაღალი რისკის“ პროგრამულ უზრუნველყოფად შეაფასა და თანამშრომლებს მისი ჩანაცვლება კომპანიის საკუთარი ხელსაწყოთი, Qoder-ით დაავალა.
წყარო: techcrunch.com






