AI-ის უნარების დეფიციტი უკვე სახეზეა: Power User-ები მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ

Anthropic-ის უახლესი კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ AI სწრაფად ცვლის მუშაობის სტილს, მას სამუშაო ადგილები მნიშვნელოვნად ჯერ არ შეუმცირებია. თუმცა, მიუხედავად „ჯერ კიდევ ჯანსაღი“ შრომის ბაზრისა, ჩნდება პირველი ნიშნები, რომ გავლენა არათანაბარი იქნება, განსაკუთრებით შრომის ბაზარზე ახალშემოსული ახალგაზრდა კადრებისთვის.

Washington, D.C.-ში გამართულ Axios AI Summit-ზე, Anthropic-ის ეკონომიკის ხელმძღვანელმა, Peter McCrory-მ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების დაკარგვის მტკიცებულებები თითქმის არ არსებობს. უმუშევრობის დონეში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი სხვაობა იმ ადამიანებს შორის, ვინც Claude-ს ძირითადი ამოცანების ავტომატიზაციისთვის იყენებს (მაგალითად, პროგრამისტები და მონაცემთა ანალიტიკოსები) და მათ შორის, ვისი საქმეც ფიზიკურ ინტერაქციას მოითხოვს.

თუმცა, სხვადასხვა ინდუსტრიაში AI-ის დანერგვის ზრდასთან ერთად, სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. Anthropic-ის CEO-ს, Dario Amodei-ს ვარაუდით, მომდევნო 5 წელიწადში AI-მ შესაძლოა entry-level ოფისის პოზიციების ნახევარი გააქროს და უმუშევრობა 20%-მდე გაზარდოს.

McCrory-ის თქმით, უმნიშვნელოვანესია მონიტორინგის სისტემის შექმნა, რათა მოსალოდნელი ცვლილებები დროულად დაფიქსირდეს და შესაბამისი პოლიტიკა გატარდეს. თეორიულად, Claude-ის მსგავს მოდელებს შეუძლიათ შეასრულონ თითქმის ყველაფერი, რასაც კომპიუტერი აკეთებს, მაგრამ პრაქტიკაში, მომხმარებელთა უმეტესობა ამ შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს.

Anthropic-ის ახალი ეკონომიკური გავლენის ანგარიში ასევე აჩვენებს, რომ, მიუხედავად სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა, Claude-ის ადრეულ მომხმარებლებსა და ახალბედებს შორის უნარების მზარდი დეფიციტი (skills gap) ფიქსირდება. Early adopter-ები AI-ს გაცილებით ეფექტურად იყენებენ — არა მხოლოდ მარტივი დავალებებისთვის, არამედ როგორც „მოაზროვნე პარტნიორს“ რთული იტერაციებისა და უკუკავშირისთვის.

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ ეს უპირატესობა გეოგრაფიულადაც არათანაბრად ნაწილდება. Claude უფრო ინტენსიურად გამოიყენება მაღალშემოსავლიან ქვეყნებში და იმ ლოკაციებზე, სადაც ცოდნაზე დაფუძნებული პროფესიები (knowledge workers) ჭარბობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ AI განიხილებოდა როგორც თანასწორობის მომტანი ტექნოლოგია, მისი დანერგვა უკვე იხრება მაღალი შემოსავლების მქონე ჯგუფებისკენ, რაც Power User-ებს საშუალებას აძლევს, კონკურენტებს კიდევ უფრო მეტად გაუსწრონ.

წყარო: techcrunch.com