Aether OS არის ბრაუზერში ჩაშენებული კომპიუტერი, რომელიც AT Protocol-ისთვის შეიქმნა

Aether OS-ს თქვენს ბრაუზერში სრულყოფილი desktop შემოაქვს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება AT Protocol-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკავშირდება თქვენს Bluesky ანგარიშს და სხვა საჯარო ჩანაწერებს. ის გთავაზობთ აპლიკაციების საკმაოდ სრულყოფილ ნაკრებს, ჯამში 42 აპლიკაციას, რომლებიც მოიცავს ტექსტის რედაქტირებას, task management-სა და სოციალურ მედიას. აქ ნახავთ chiptune-ების შესაქმნელ საბაზისო ტრეკერს, DAW-სა და video editor-საც კი.

რა თქმა უნდა, მისი მიმზიდველობის ნაწილია cyberpunk-ის ვიზუალიც, რომელიც აშკარად The Matrix-ითაა შთაგონებული.

ამჟამად პროექტი alpha სტადიაშია და ბევრი დაუხვეწავი დეტალი აქვს. დოკუმენტაციაც პრაქტიკულად არ არსებობს. ასე რომ, თუ რომელიმე აპლიკაციის გამოყენებისას გაიჭედებით, დამოუკიდებლად მოგიწევთ გამოსავლის ძიება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არაფერია დაშიფრული (encrypted) ან ნებართვით დაცული, ამიტომ ფრთხილად იყავით მონაცემების შენახვისას — ყველაფერი საჯაროდ ხილვადია.

წყარო: theverge.com