
8 წლის წინ დაარსებულმა სემიკონდუქტორების startup-მა, Frore Systems-მა, $143 მილიონი მოიზიდა Series D რაუნდში, რომელსაც MVP Ventures უძღვებოდა. ორშაბათს კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით, მისი შეფასება $1.64 მილიარდს შეადგენს.
Frore-მა ჯამში უკვე $340 მილიონი მოიზიდა. კომპანია უშუალოდ ჩიპებს არ აწარმოებს; ის მათთვის თხევადი გაგრილების სისტემებს ქმნის. Qualcomm-ის ორი ყოფილი ინჟინრის მიერ დაარსებული კომპანიის ტექნოლოგია თავდაპირველად ტელეფონებისა და სხვა მცირე უვენტილატორო ელექტრონიკის ჰაერით გაგრილებისთვის შეიქმნა.
კომპანიის ფოკუსირება ჩიპებზე Nvidia-ს CEO-ს, ჯენსენ ჰუანგის შთაგონებით მოხდა, რომელმაც ტექნოლოგიის დემო ვერსია დაახლოებით ორი წლის წინ იხილა, იტყობინება Bloomberg. ჰუანგმა მათ ურჩია შეექმნათ თხევადი გაგრილების ვარიანტები, რაც AI ჩიპებისა და სისტემებისთვის ახალ აუცილებლობას წარმოადგენს. ასეც მოიქცნენ და გამოუშვეს პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა Nvidia ჩიპებთან და დაფებთან მუშაობს. კომპანიამ ასევე შექმნა პროდუქტები Qualcomm-ისა და AMD-სთვის.
AI სემიკონდუქტორები ინვესტიციებისთვის საკმაოდ ცხელი მიმართულებაა. ამ სფეროში სხვა ახალ unicorn-ებს შორის არიან Nvidia-ს კონკურენტი Positron, რომელმაც თებერვალში $1 მილიარდიან შეფასებას მიაღწია და Recursive Intelligence, რომელმაც თავიდანვე $4 მილიარდიანი შეფასება მოიპოვა. ასევე, სულ ახლახან გამოჩნდა Eridu, რომელმაც $200 მილიონი მოიზიდა Series A რაუნდში (თუმცა მისი შეფასება არ გასაჯაროვებულა), ახალი AI ქსელური ჩიპების შესაქმნელად.
Frore-ის ბოლო რაუნდში მონაწილე ინვესტორებს შორის არიან Fidelity, Mayfield, Addition, Qualcomm Ventures, Alumni Ventures და სხვები.
წყარო: techcrunch.com



