
The Wall Street Journal-ის წყაროების თანახმად, ჯეფ ბეზოსი ახალი ფონდისთვის $100 მილიარდის მოზიდვას გეგმავს. აღნიშნული თანხა მსხვილ ინდუსტრიულ სექტორებში კომპანიების შესყიდვას და შემდგომში მათ AI-ით მოდერნიზაციასა და ავტომატიზაციას მოხმარდება.
ეს ინიციატივა დაკავშირებულია ბეზოსის AI startup-თან, Project Prometheus. ბეზოსი, რომლის ჩართულობის შესახებაც თავდაპირველად ნოემბერში გახდა ცნობილი, კომპანიის თანადამფუძნებელი და თანა-CEO-ა Google-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორთან, ვიკ ბაჯაჯთან ერთად.
Prometheus, რომელმაც ოპერირება 6.2 მილიარდი დოლარის დაფინანსებით დაიწყო, ორიენტირებულია მაღალი დონის AI მოდელების შექმნაზე, რათა გააუმჯობესოს წარმოება და ინჟინერია აეროკოსმოსურ, საავტომობილო და სხვა სექტორებში. ახალი საწარმოო ფონდი მხარს დაუჭერს ამ მისიას იმ კომპანიების შეძენით, რომლებიც საბოლოოდ გამოიყენებენ Prometheus-ის მოდელებს.
WSJ-ის ცნობით, ბეზოსმა ცოტა ხნის წინ სინგაპურსა და ახლო აღმოსავლეთში იმოგზაურა ამ ინიციატივისთვის სახსრების მოსაზიდად. გეგმა მოიცავს კომპანიების შეძენას ისეთ სფეროებში, როგორიცაა აეროკოსმოსური ინდუსტრია, ჩიპების წარმოება და თავდაცვა.
წყარო: techcrunch.com



