
Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბუმით ყველაზე მეტს სარგებლობს, აცხადებს, რომ AI-ის მიერ კაცობრიობის განადგურების საფრთხე არ არსებობს. CBS Sunday Morning-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პანიკის დათესვა „უსაფუძვლო და უპასუხისმგებლოა“.
ჰუანგი კრიტიკულად აფასებს Anthropic-ის ხელმძღვანელის, დარიო ამოდეისა და OpenAI-ის ლიდერის, სემ ალტმანის მოწოდებებს AI-ის განვითარების ტემპის შენელების შესახებ. მისი თქმით, ეს პოზიცია „მეცნიერულად დაუსაბუთებელია“. მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოდელებმა დაცვის სისტემები გვერდი აუარეს და სხვა კომპანიების სისტემებზე თავდასხმა სცადეს, ჰუანგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება დარგის მკაცრ რეგულირებას.
ჰუანგის პოზიცია გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ მის როლს ტექნოლოგიურ სექტორში. Nvidia მსოფლიოში ყველაზე ღირებული კომპანიაა, ხოლო თავად ჰუანგის ქონება 2023 წელს არსებული 21 მილიარდი დოლარიდან 2026 წლისთვის 192 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ნებისმიერი შეფერხება AI-ის ინდუსტრიის უკონტროლო ზრდაში პირდაპირ აისახება მისი კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე.
წყარო: theverge.com






