
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ National Science Board (NSB)-ის სრული შემადგენლობა დაითხოვა. NSB პრეზიდენტსა და კონგრესს National Science Foundation (NSF)-ის საკითხებში უწევს კონსულტაციას. აღსანიშნავია, რომ NSF ბოლო პერიოდში კვლევებს ისტორიულ მინიმუმზე აფინანსებს და სახსრების გაცემის პროცესში მნიშვნელოვანი შეფერხებებიც ფიქსირდება.
NSF-მა ფუნდამენტური როლი ითამაშა MRI-სა და მობილურ მოწყობილობებში გამოყენებული ტექნოლოგიების განვითარებაში, ასევე მნიშვნელოვნად დაეხმარა Duolingo-ს საწყისი კაპიტალის მოზიდვასა და ბაზარზე დამკვიდრებაში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მეცნიერების, კოსმოსისა და ტექნოლოგიების კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა წევრმა, Zoe Lofgren-მა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა:
„ეს არის იმ პრეზიდენტის მორიგი უგუნური ნაბიჯი, რომელიც აგრძელებს მეცნიერებისა და ამერიკული ინოვაციების დაზიანებას. NSB აპოლიტიკური ორგანოა. გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტი, რომელიც პირველივე დღიდან ესხმის თავს NSF-ს, ახლა იმ საბჭოს განადგურებას ცდილობს, რომელიც ფონდის მართვაში გვეხმარება. შეავსებს თუ არა პრეზიდენტი NSB-ს MAGA-ს ლოიალისტებით, რომლებიც წინ არ აღუდგებიან მას, როცა მეცნიერებაში ჩვენს ლიდერობას მოწინააღმდეგეებს გადასცემს? ეს ნამდვილად კლოუნური საქციელია.“
წყარო: theverge.com







