რატომ იკვლევს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი Andreessen Horowitz-ის საბჭოს წევრობის საკითხს?

Andreessen Horowitz-ის (a16z) ორი პარტნიორი იმ კომპანიების დირექტორთა საბჭოებში შედის, რომლებიც დღეს ერთმანეთის კონკურენტები არიან: ბენ ჰოროვიცი Databricks-ში, ხოლო მარტინ კასადო Fivetran-ში. ერთი შეხედვით, ეს ფაქტი სკანდალური არ ჩანს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი (DOJ) ამ საკითხს უკვე თითქმის ერთი წელია იკვლევს. უწყებამ ამისთვის 112 წლის წინანდელი ანტიმონოპოლიური კანონი გამოიყენა, რომელიც საინვესტიციო ფონდების (VC) წინააღმდეგ იშვიათად გამოიყენება.

საბჭოებში ინტერესთა კონფლიქტი ახალი ხილი არ არის და აღნიშნული კომპანიები არ იყვნენ პირდაპირი კონკურენტები მაშინ, როდესაც a16z-მა მათში პირველი ინვესტიცია განახორციელა. თუმცა, რადგან პორტფელური კომპანიები მუდმივად ფართოვდებიან და ერთმანეთის ბაზრებზე შედიან, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დაწყებული გამოძიება ვენჩურული კაპიტალის ფირმებისთვის მნიშვნელოვან კითხვას აჩენს: როგორ უნდა მართონ მათ საბჭოს წევრობის საკითხი მაშინ, როდესაც პორტფელურ კომპანიებს შორის საზღვრები მუდმივად იცვლება?

წყარო: techcrunch.com