
Delve-ის ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა compliance startup-ს აქსელერატორ Y Combinator-თან ურთიერთობა დაუჯდა.
Delve აღარ იძებნება YC-ის პორტფელის კომპანიების სიაში და მისი გვერდი ვებსაიტიდანაც წაშლილია. გარდა ამისა, startup-ის COO-მ, სელინ ქოჩალარმა X-ზე დაწერა, რომ YC და Delve ერთმანეთს დაშორდნენ.
YC არ არის ერთადერთი ინვესტორი, რომელმაც კომპანიასთან დისტანცირება არჩია. Insight Partners-მაც წაშალა პოსტები თავისი ინვესტიციის შესახებ, თუმცა მოგვიანებით მთავარი ბლოგპოსტი აღადგინა.
პარალელურად, Delve განაგრძობს ანონიმური ბრალდებების უარყოფას, რომლის თანახმადაც კომპანია კლიენტებს შეცდომაში შეჰყავდა, ვითომ ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების რეგულაციებს, რეალურად კი მნიშვნელოვან მოთხოვნებს უგულებელყოფდა და სერტიფიცირებისთვის ანგარიშებს ავტომატურად აგენერირებდა.
ეს ბრალდებები პირველად ანონიმურ Substack პოსტში გავრცელდა DeepDelver-ის მიერ, რომელიც თავს Delve-ის ყოფილ კლიენტად ასახელებს. მან ასევე დაადანაშაულა კომპანია open source ხელსაწყოს საკუთრებად გასაღებაში, დეველოპერთან შეთანხმების გარეშე.
კომპანიის ბოლო ბლოგპოსტში, COO-მ და CEO-მ კარუნ კაუშიკმა განაცხადეს, რომ დაიქირავეს კიბერუსაფრთხოების ფირმა ინციდენტის გამოსაძიებლად. მათი თქმით, მტკიცებულებები მიუთითებს გამიზნულ კიბერშეტევაზე და კოორდინირებულ კამპანიაზე და არა ნამდვილი მამხილებლის ქმედებაზე.
მიუხედავად ამისა, Delve-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ იღებენ ზომებს კლიენტების ნდობის აღსადგენად. ჩვენ ძალიან სწრაფად გავიზარდეთ და ჩვენსავე სტანდარტებს ჩამოვრჩით. დიდ ბოდიშს ვუხდით კლიენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის, - აღნიშნა კაუშიკმა X-ზე.
წყარო: techcrunch.com







