
ნიდერლანდების მთავრობამ ამერიკულ IT გიგანტ Kyndryl-ს ჰოლანდიური cloud პროვაიდერის, Solvinity-ს შესყიდვა აუკრძალა. აღნიშნული კომპანია ნიდერლანდების ონლაინ იდენტიფიკაციის პლატფორმას უზრუნველყოფს. ჰააგის განცხადებით, გარიგება შეიცავს შესაძლო „რისკს საზოგადოებრივი ინტერესებისთვის“.
ნიდერლანდების ციფრული ეკონომიკის მინისტრმა, Willemijn Aerdts-მა განაცხადა, რომ მთავრობამ შესყიდვაზე „სრული აკრძალვა“ დააწესა. გარიგება Kyndryl-ს საშუალებას მისცემდა შეეძინა Solvinity გაუმჟღავნებელ თანხად. Solvinity მასპინძლობს DigiD პლატფორმას, რომელსაც სახელმწიფო მართავს და რომელიც ქვეყნის მაცხოვრებლებს საჯარო სერვისებზე წვდომისას იდენტობის დადასტურების საშუალებას აძლევს.
გარიგებამ გააჩინა შიში, რომ DigiD-ის მონაცემები უცხოური კონტროლის ქვეშ მოექცეოდა და შესაძლოა აშშ-ის ხელისუფლების მოთხოვნის საგანი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას მკაფიო მიზეზი არ დაუსახელებია, ეს ნაბიჯი ემთხვევა ევროპული ქვეყნების მცდელობას, შეამცირონ დამოკიდებულება ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებზე ტრამპის არაპროგნოზირებადი ადმინისტრაციის ფონზე.
ამერიკული კანონმდებლობა უფლებას აძლევს აშშ-ის სამართალდამცავ და სადაზვერვო უწყებებს, მოსთხოვონ ამერიკულ კომპანიებს საზღვარგარეთის მონაცემთა ცენტრებში დაცული ინფორმაციის გადაცემა, მიუხედავად ადგილობრივი მონაცემთა დაცვის კანონებისა. Kyndryl-ში განაცხადეს, რომ ისინი „უკიდურესად იმედგაცრუებულნი“ არიან ამ გადაწყვეტილებით.
წყარო: techcrunch.com







