მეინის შტატის გუბერნატორმა data center-ების მშენებლობის მორატორიუმს ვეტო დაადო

მეინის შტატის გუბერნატორმა, Janet Mills-მა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც ახალი data center-ების ნებართვების გაცემას დროებით შეაჩერებდა.

კანონად ქცევის შემთხვევაში, L.D. 307 იქნებოდა აშშ-ის მასშტაბით პირველი შტატური მორატორიუმი ახალ data center-ებზე, რომელიც 2027 წლის 1 ნოემბრამდე იმოქმედებდა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებდა 13-კაციანი საბჭოს შექმნას აღნიშნული მიმართულების შესასწავლად და რეკომენდაციების შესამუშავებლად.

data center-ების მიმართ საზოგადოების წინააღმდეგობის ზრდასთან ერთად, მსგავსი მორატორიუმების შემოღება სხვა შტატებმაც (მათ შორის New York-მაც) განიხილეს.

შტატის საკანონმდებლო ორგანოსადმი გაგზავნილ წერილში, Mills-მა აღნიშნა, რომ ახალი ცენტრების მშენებლობის შეჩერება ლოგიკური იქნებოდა ელექტროენერგიის ტარიფებსა და გარემოზე მათი გავლენის გათვალისწინებით. მისი თქმით, იგი ხელს მოაწერდა ამ კანონპროექტს, მასში რომ Town of Jay-ს პროექტის გამონაკლისი ყოფილიყო გათვალისწინებული, რომელსაც ადგილობრივი საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა აქვს.

კანონპროექტის ინიციატორმა, Melanie Sachs-მა განაცხადა, რომ გუბერნატორის ვეტო მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნის მომხმარებლებს, შტატის ელექტროქსელს, გარემოსა და საერთო ენერგეტიკულ მომავალს.

წყარო: techcrunch.com