მარკეტინგულმა ოპერაციულმა სისტემა Nectar Social-მა Menlo-ს ლიდერობით Series A რაუნდში $30 მილიონი მოიზიდა

AI-ზე დაფუძნებულმა მარკეტინგულმა პლატფორმა Nectar Social-მა $30 მილიონიანი Series A დაფინანსების რაუნდის დახურვის შესახებ განაცხადა. რაუნდს ლიდერობდა Menlo Ventures და მისი Anthology Fund, რომელიც Anthropic-თან თანამშრომლობით შეიქმნა.

კომპანია, რომელიც stealth რეჟიმიდან გასულ წელს გამოვიდა, მარკეტერებისთვის შექმნილ აგენტურ ოპერაციულ სისტემას წარმოადგენს. ავტონომიური AI აგენტების დახმარებით, პლატფორმა ბრენდებს სოციალური აქტივობების, მოდერაციის, კონტენტ-კრეატორების სამუშაო პროცესების, კონკურენტული დაზვერვისა და კომერციული კომუნიკაციების მართვაში ეხმარება. Meta-სთან და Reddit-თან არსებული მონაცემთა პარტნიორობის წყალობით, Nectar-ის აგენტს სხვადასხვა პლატფორმიდან მონაცემების ერთ სივრცეში თავმოყრა შეუძლია.

Nectar Social დააარსეს დებმა, მისბა და ფარა ურაიზებმა (Misbah and Farah Uraizee), რომლებიც Meta-ს ყოფილი თანამშრომლები არიან. კომპანიის CEO-ს, მისბას განცხადებით, მოზიდული ინვესტიცია კომპანიას გაფართოებასა და applied AI, ინჟინერიისა და go-to-market მიმართულებით ახალი ტალანტების დაქირავებაში დაეხმარება.

„მომხმარებლებთან კომერციულმა კომუნიკაციამ სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა და არცერთ ადამიანურ გუნდს არ შეუძლია ყველა პლატფორმაზე თანაბრად ეფექტური იყოს,“ - აღნიშნა მისბამ. „ჩვენ ვაჩქარებთ ჩვენს ლიდერობას იმ ოპერაციული სისტემის შექმნაში, რომელიც ბრენდებს საშუალებას აძლევს, ყველგან იყვნენ წარმოდგენილი.“

კომპანიის კლიენტებს შორის არიან Liquid Death, Figma და e.l.f Beauty. რაუნდის სხვა ინვესტორებს შორის გვხვდებიან გვინეტ პელტროუს Kinship Ventures, GV და True Ventures.

წყარო: techcrunch.com